ალფონს გაბრიელ “ალ” კაპონე – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი განგსტერი – ალფონს გაბრიელ “ალ” კაპონე (1899-1947 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პირველი ინიციატორი და გამომგონებელია იმისა,რომ მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი შეფუთული რძის პროდუქტებზე მათი ვარგისიანობის დამადასტურებელი ვადები გამოესახათ. 1930-იან წლებში,მას შემდეგ,რაც აშშ-ი “მშრალი კანონი” იქნა შემოღებული,რძის გაყიდვების ბიზნესი სრულმა ქაოსმა მოიცვა.პრაქტიკულად,აღნიშნული ბიზნესი არაკონტროლირებადი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) იტალიური წარმომავლობის მქონე ამერიკელმა განგსტერმა გადაწყვიტა რძის წარმოებისა და გასაღების ბიზნესში ჩართულიყო და ჩიკაგოს ბაზარზე მისი სრული მონოპოლიზირება მოეხდინა.მალევე,ჩიკაგოში შეიძინა რძის მწარმოებელი დიდი ქარხანა.ის უზარმაზარი სატვირთო ავტომობილების პარკი,რომელსაც ალ კაპონე სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებდა,”მშრალი კანონის” მოქმედებამ ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვა,რამაც იგი აიძულა,რომ თავის საკუთრებაში მყოფი სატვირთო ავტომობილებისათვის თავდაპირველი დანიშნულება შეეცვალა და ისინი რძის ტრანსპორტირებისათვის გამოეყენებინა.სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მარკეტების თაროებზე გასაყიდად გამოტანილ რძის შეფუთვებზე მისი ვარგისიანობის დამადასტურებელი ვადები დატანილი და ამის პირველი ინიციატორი ალ კაპონე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც რიგი წყაროები იუწყებიან,ამერიკელ განგსტერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთ მარკეტში ნაყიდმა ვადაგასულმა რძემ მოწამლა.საყურადღებოა ისიც,რომ იმ პერიოდში,ალ კაპონეს მფლობელობაში მყოფი რძის მწარმოებელი კომპანია ერთადერთი კომპანია გახლდათ ჩიკაგოში,რომლის შეფუთვებზეც მისი ვარგისიანობის დამადასტურებელი ვადები იყო გამოსახული,რაც თავის მხრივ მომხმარებლის დიდ მოწონებას იმსახურებდა.რძის ბიზნესში ჩართვიდან მოკლე პერიოდში,ალ კაპონეს კომპანიამ ჩიკაგოში რძის წარმოებისა და გასაღების ბაზრის სრული მონოპოლიზირება მოახდინა. (ავტორი გენია.ჯი)