ჟან-პოლ მარატი – “ეპიზოდი”
“ხალხის მეგობრად” წოდებული საფრანგეთის რევოლუციისა და იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი – ჟან-პოლ მარატი (1743-1793 წლები),რომლის პირადი ბრძანებითაც არა ერთმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე გილიოტინაზე,იმდენად დიდ სიძულვილს იწვევდა ფრანგებში,რომ მას – “შხამიან გომბეშოდ”,”შავ გველად” და “ავაზად” მოიხსენიებდნენ.მარატის ზეობის პერიოდში,მისი უამრავი ბიუსტი იქნა დამზადებული და სხვადასხვა დაწესებულებებში დადგმული,მათ შორის თეატრებშიც კი.იაკობინელების სისხლიანი დიქტატურის დაცემის შემდეგ,პარიზის ერთ-ერთ თეატრში სპექტაკლი – “ფედრა” იმართებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ისევე,როგორც ყველა სხვა ფრანგულ სათეატრო დარბაზში,იქაც იყო დადგმული მარატის ბიუსტი,რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.ისინი ბიუსტთან ყვირილით – “ძირს მარატი” მიიჭრნენ.ამ დროს ხალხის მასას ერთი ახალგაზრდა კაცი,სახელად – ფრანტი გამოეყო და ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ” – უხამსი მარატი ყველგან ბატონობს ჩვენდა სამარცხვინოდ! მისი ბიუსტების რიცხვი იმ თავების რიცხვს უდრის,რომელიც მას უნდა მოეკვეთა”.ამ სიტყვების შემდგომ,გამძვინვარებული ხალხი ბიუსტს მიეჭრა და იგი თეატრის გარეთა პერიმეტრზე გაათრია,რის შემდეგაც ორმო გაჭრეს,ბიუსტი შიგ ჩააგდეს,ხოლო ორმოს ზემოთა ნაწილზე დამაგრებულ აბრაზე კი შემდეგი სახის ცინიკური წარწერა გააკეთეს: “მარატის პანთეონი”. – (ავტორი გენია.ჯი)