ჯონათან სვიფტი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ირლანდიელი მწერალი-სატირიკოსი,ფილოსოფოსი,პოეტი,საზოგადო მოღვაწე და ავტორი საყოველთაოდ ცნობილი ფანტასტიკური ტეტრალოგიისა გულივერის თავგადასავლების შესახებ – ჯონათან სვიფტი (1667-1745 წლები),ირლანდიელების ეროვნული ინტერესების დაცვითა და ინგლისის კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ  ბრძოლით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სვიფტი თავის პამფლეტებში მუდმივად აქილიკებდა და სარკაზმით ავსებდა ინგლისელთა დამოკიდებულებას თავისუფლებისმოყვარე ირლანდიელი ხალხისადმი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მის პამფლეტებს ინგლისის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველმხრივ ცდილობდა მწერლის შევიწროვებასა და შეზღუდვას.ასეთ შეზღუდვებს კი იგი მუდმივად ახალ-ახალი ნართაული და ქარაგმებით შეზავებული პამფლეტებით პასუხობდა.აღნიშნულ პამფლეტებს შორის თავისი სიმწვავით გამოირჩეოდა: “მორიდებული წინადადება ირლანდიელ ბავშვებზე,რათა ისინი არ დააწვნენ ტვირთად თავის ღარიბ მშობლებს ან ქვეყანას და გადაიქცნენ ხალხისათვის სასარგებლოდ”.აღნიშნულ პამფლეტში სვიფტი დიდი ირონიით აძლევდა შემდეგ რჩევას ინგლისელ ჯელტმენებს,რომ მათ ირლანდიელი ბავშვების ხორცისაგან დაემზადებინათ გემრიელი კერძები,ხოლო მათ ქალბატონებს კი უქმად არ გადაეყარათ ჩვილ ირლანდიელ ბავშვთა კანები და მათგან უძვირფასესი ხელთათმანები დაემზადებინათ. (ავტორი გენია.ჯი) “ამით ორი საქმე გაკეთდება,ერთი,რომ ქვეყანას დოვლათი მოემატება და, მეორეც,მათხოვარი ირლანდიელი დედების რიცხვი შემცირდებაო”, – წერდა ჯონათანი.სვიფტის პამფლეტმა დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ინგლისელებში.მას შემდეგ,რაც ამ პამფლეტს გაეცნო ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი რომანისტი და სატირიკოსი მწერალი – უილიამ თეკერეი,იმდენად აღშფოთდა სვიფტის ინგლისელი ჯელტმენებისადმი მიძღვნილი რჩევა-დარიგებით,რომ მას – “კაციჭამია” უწოდა.ინგლისის ხელისუფლებას ძალიან აღიზიანებდა ჯონათანის მათდამი გამოჩენილი ცინიზმი.ამიტომ გადაწყვიტა რომ იგი დაეპატიმრებინა.თუმცა,თავიანთი სახელოვანი მწერლის მიმართ ირლანდიელები იმდენად დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ,რომ სვიფტის დასაცავად მთელი ირლანდია ფეხზე დადგა,რამაც ინგლისის მთავრობა აიძულა განზრახულზე ხელი აეღო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>