რამდენიმე ფაქტი – არქტიკის შესახებ…
1. არქტიკა – წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ რეგიონს,თავისი არაჩვეულებრივი კლიმატით,ფლორითა და ფაუნით.იგი განთავსებულია დედამიწის ჩრდილოეთ პოლარულ მხარეს და მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების განაპირა ნაწილებს.მათ შორის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის თითქმის მთელ ნაწილს მასში განთავსებული კუნძულების ჩათვლით.გარდა ამისა,არქტიკა მოიცავს წყნარი და ატლანტის ოკეანეების მომიჯნავე ნაწილებსაც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ არქტიკა ევროპის კონტინენტის ტერიტორიას 3-ჯერ აღემატება. (ავტორი გენია.ჯი) მისი საერთო ფართობი დაახლოებით 27 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.დღესდღეობით,ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 400 000 ადამიანია (სხვა ვერსიების თანახმად გაცილებით მეტი). (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალურ რეგიონში თითქმის ყველაფერი პირველადი სახით არის შემორჩენილი (წყალქვეშა ვულკანები,თეთრი დათვები,ჩრდილოეთის ირმები,მამონტების ნაშთები და სხვა).კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ გეოგრაფიული რეგიონის შესახებ ინფორმაციები მეტად მწირი იყო.უმკაცრესი კლიმატური პირობების გამო,სახელგანთქმული ნორვეგიელი მკვლევარი – ფრიტიოფ ნანსენი (1861-1930 წლები) – არქტიკას – “ყინულოვანი საშინელების ქვეყნად” მოიხსენიებდა.
2. მეცნიერების კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ პირველად ადამიანები ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე 30 000 წლის წინათ დასახლდნენ.მათ შორის ეგრეთ წოდებულ “მამონტების კურიაში”,რომელიც კომის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.მიუხედავად ექსტრემალურ კლიმატურ პირობებთან გამუდმებული ბრძოლისა,მათ მაინც მოახერხეს ადაპტირება.საყურადრებოა რომ,არქტიკის უმკაცრეს ბუნებრივ პირობებთან ადამიანების ორგანიზმის შეგუების,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კვლევებმა წარმოშვა ერთ-ერთი სამეცნიერო მიმართულება,სახელწოდებით – “არქტიკული მედიცინა”.
3. პირველი წერილობითი წყარო,სადაც არქტიკის კვლევები არის აღწერილი,ეკუთვნის მასალიის კოლონიის (თანამედროვე ფრანგული ქალაქი – მარსელი) ტერიტორიაზე მაცხოვრებელ დიდ ძველ ბერძენ გეოგრაფს,მოგზაურსა და ვაჭარს – პითეასს (ძვ.წ.აღ-ით 380-310 წლები).
4. არქტიკის რეგიონმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა თავისი უნიკალური ბუნებრივი მოვლენებით,რომლებსაც – “პოლარულ დღეებსა” და “პოლარულ ღამეებს” ვუწოდებთ. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ პირველი ადამიანი,რომელმაც ასეთი სახის დღეებისა და ღამეების არსებობა იწინასწარმეტყველა დედამიწაზე,გახლდათ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მაცხოვრებელი დიდი ძველ ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი – ბიონ აბდერელი.
5. არქტიკაში – დედამიწაზე არსებული სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ყველაზე დიდი სხვაობაა ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის.თუკი ზამთარში ტემპერატურა – 70 გრადუს-ცელსიუსამდეც კი შეიძლება დაეცეს,ზაფხულში ტემპერატურა + 30 გრადუს-ცელსისამდე იზრდება,რაც საერთო ჯამში 100 გრადუს-ცელსიუსის სხვაობას წარმოადგენს.
6. არქტიკა – ხუთ სექტორად არის გაყოფილი.მისი უდიდესი ნაწილი (არქტიკის ტერიტორიის 43%) რუსეთის საკუთრებაა,ხოლო დანარჩენი კი დანიის,კანადის,აშშ-ის და ნორვეგიის სამეფოების საკუთრებაში იმყოფებიან.
7. “არქტიკის დიანად” და “ყინულის დედოფლად” წოდებულმა ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა და მოგზაურმა ქალმა – ლუიზა არნერ ბოიდმა (1887-1972 წლები),რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩეოდა არქტიკის მიმართ,რუალ ამუდსენის ის გემი (“ჰობი”) აიყვანა არენდით,რომლითაც დიდმა ნორვეგიელმა მკვლევარმა და მისმა ექსპედიციამ გამოიკვლია ეს საოცარი რეგიონი.ცნობისათვის,ლუიზა არნერ ბოიდი პირველი მანდილოსანია ისტორიაში,რომელმაც 68 წლის ასაკში გადაკვეთა ჩრდილოეთ პოლუსი. (ავტორი გენია.ჯი)