სანტა მუერტე ბლანკას (თეთრი წმინდა სიკვდილის) კულტი
სანტა მუერტე ბლანკა (ესპსანური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “თეთრ წმინდა სიკვდილს”) – წარმოადგენს თანამედროვე რელიგიურ კულტს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.აღნიშნული კულტის მატარებელი ადამიანები ეთაყვანებიან ამავე სახელობის მქონე წმინდანს,რომელიც თავის მხრივ პერსონიფიცირდება სიკვდილთან (ტანატოლატრია).კულტი – სანტა მუერტე ბლანკა სინკრეტიზმის რელიგიური ფორმის მქონეა და აცტეკების,მაიას ხალხისა და კათოლიციზმის რიგი ელემენტებით არის გაჯერებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,მექსიკელები იმთავითვე ეთაყვანებოდნენ სიკვდილის ღვთაებას და მასთან დაკავშირებული ტრადიციებიც გააჩნიათ (მაგალითად – “გარდაცვლილთა დღე”,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მხიარული დღესასწაული გახლავთ მექსიკაში).აცტეკების ანალოგიურ ღვთაებას – მიკტლანტეკუტლი წარმოადგენდა.კულტის შესახებ პირველი ინფორმაცია სათავეს XVII საუკუნეში იღებს.
სანტა მუერტე ბლანკას გამოსახავენ სადედოფლო კაბით შემოსილი ქალის ჩონჩხის სახით.მისი მიმდევრები მიიჩნევენ,რომ სიკვდილისადმი მიძღვნილ ლოცვებს ძალუძთ ადრესატამდე მიღწევა და მათი სურვილების ახდენა.ამისათვის ისინი აგებენ სპეციალურ სამლოცველოებს, (ავტორი გენია.ჯი) სადაც აღმართულია სანტა მუერტე ბლანკას დიდი ქანდაკება,რომელსაც შესაწირავს სწირავენ (მათ შორის ტეკილასა და არაყს).აღნიშნული რელიგიის ფანატიკოსი მიმდევერები რიტუალურ მკვლელობებსაც კი მიმართავენ (თუმცა ძალიან იშვიათად).ყველაზე დიდი პოპულარობა სანტა მუერტე ბლანკას კულტმა 1990-იან წლებში მოიპოვა.მექსიკისა და აშშ-ის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა (ძირითადად ღარიბი ფენის წარმომადგენლები) თავიანთი რწმენა ალტერნატიული რწმენით ჩაანაცვლა.
სანტა მიერტე ბლანკას კულტის მიმდევრებს ხშირად ადანაშაულებენ მაგიასა და სატანიზმში.მიუხედავად ამისა,ისინი კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ კავშირს ეშმაკთან.მექსიკის ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.ისინი კულტის მიმდევრების მიმართ რეპრესიებსაც მიმართავენ.სანტა მუერტე ბლანკას წინააღმდეგ გამოდის არა მარტო მექსიკის ხელისუფლება,არამედ კათოლიკური ეკლესიაც.მკვდარი ღვთაება მიჩნეულია ალკოჰოლიკების,დამნაშავეების,მეძავების,ნარკომანებისა და ღარიბების მფარველად. (ავტორი გენია.ჯი)