ჰაინრიხ ჰიმლერის უხამსი იდეა…
მას შემდეგ (1941 წელი),რაც ზემო ავსტრიის ფედერალურ მიწებზე განთავსებულ – “მანტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს” მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრი და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიზანთროპი – ჰაინრიხ ჰიმლერი ეწვია,მას თავში მეტად უხამსი და ცინიზმით სავსე იდეა მოუვიდა: იმისათვის,რომ ფაშისტური რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი მსჯავრდებულების რიცხვი გაეზარდა,გადაწყვიტა “სიკვდილის ფაბრიკებად” წოდებულ საკონცენტრაციო ბანაკებში – “საროსკიპოები” გაეხსნა. (ავტორი გენია.ჯი) მისივე აზრით,ბანაკების ტერიტორიაზე არსებული საროსკიპოები არა მარტო მათი რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილთა რაოდენობას გაზრდიდა,არამედ მსჯავრდებულთა შრომისეფექტურობასაც ერთიორად წინ წაწევდა.თავისი იდეა ჰიმლერმა მალევე განახორციელა და 1942 წლის ივნისში მანტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში პირველი “საროსკიპო” გაიხსნა.სხვა ცხრა საროსკიპო ფაშისტებმა გახსნეს ისეთ ჯოჯოხეთურ ადგილებშიც,როგორებიც იყო – ბუხენვალდი,აუშვიც-მონოვიცი,ოსვენციმი,ზაქსენჰაუეზენი,დაჰაუ და სხვა.
ასეთი დაწესებულებებისათვის გერმანელ ფაშისტებს ისედაც გაუბედურებული ახალგაზრდა გოგონები სპეციალურად გადაჰყავდათ რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკიდან.გარდა სხვადასხვა ეროვნების ქალებისა,საროსკიპოებში გერმანელებს მიჰყავდათ ის გერმანელი ქალებიც,რომლებიც ქუჩაში ეწეოდნენ მეძავეობას (მათ ფაშისტები ყველაზე კარგად კვებავდნენ და ექვს თვეში თავისუფლებაზეც უშვებდნენ).სიკვდილის ბანაკებში გახსნილი საროსკიპოეპის ოთახები მკაცრად კონტროლდებოდა ადმინისტრაციის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მასში შესვლა მსჯავრდებულებს ყოველ დღე 19-დან 22 საათამდე შეეძლოთ.საროსკიპოებში შესვლამდე აუცილებლად უნდა გაევლოთ სამედიცინო შემოწმება.აკრძალული ჰქონდათ საროსკიპოს მომსახურე პერსონალთან მცირედი გასაუბრებაც კი.მანამდე კი,მსჯავრდებულებს ადმინისტრაციაში უნდა შეეტანათ განცხადება და შეეძინათ 2 გერმანული მარკის ღირებულების მქონე ეგრეთ წოდებული – Sprungkarte (შესაძლებელი იყო,მისი გადაცვლა საკვების ტალონებშიც).ბანაკების ტერიტორიაზე მოქმედ საროსკიპოებში ნებისმიერი ეროვნების მამაკაცს გააჩნდა შესვლის უფლება,გარდა ებრაელებისა.
ჰიმლერმა ჰიტლერს 1944 წლის 20 აპრილს,მისივე ფიურერის დაბადების დღეზე საზეიმოდ ამცნო ის,თუ რაოდენ ეფექტურად ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკების ტერიტორიაზე მოქმედი საროსკიპოები.საბედნიეროდ,მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების დამარცხების შემდეგ,ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ ორგანიზებული ათივე საროსკიპო დახურული იქნა. (ავტორი გენია.ჯი)