ზიგმუნდ ფროიდი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ავსტრიელი ფსიქოლოგი,ფსიქიატრი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელი - სიგიზმუნდ შლომო ფროიდი (1856-1939 წლები) თამბაქოს დიდი მოყვარული გახლდათ.მან პირველი სიგარა 20 წლის ასაკში მოწია და მას შემდეგ ამ მავნე ჩვევისათვის თავი აღარ დაუნებებია.ზიგმუნდის უახლოესი ადამიანების გადმოცემების თანახმად ვგებულობთ,რომ ფროიდის მიერ დადგენილ ყოველდღიურ განრიგში სხვა უმნიშვნელოვანეს საქმეებთან ერთად,თამბაქოს მაღაზიაში სტუმრობაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ფსიქოანალიზმის ფუძემდებელი ფროიდი დღეში საშუალოდ 20 სიგარას ეწეოდა.მიუხედავად იმისა,რომ ფროიდს ექიმები კატეგორიულად თხოვდნენ თამბაქოს წევისათვის თავი გაენებებინა,მას ეს ჩვევა მაინც არ მიუტოვებია.ზიგმუნდის მოსაზრებით,სიგარის მოწევა მას კრეატიულ იდეებს აწვდიდა და შემოქმედებით სარბიელზეც ბევრად პროდუქტიულს ხდიდა. 1923 წელს ფროიდს ექიმებმა პირის ღრუში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს,რის უმთავრეს მიზეზადაც ექიმებმა სწორედ თამბაქოს მასიური მოხმარება დაასახელეს.ზიგმუნდს უმძიმესი ოპერაციის გადატანა მოუხდა.მას ყბის დიდი ნაწილი მოკვეთეს.გარდა ამისა,უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ფროიდს 33 დამატებითი ოპერაციის გაკეთება მოუწია.მიუხედავად ამისა,ყბის პროთეზის მატარებელ ფროიდს თამბაქოს მოხმარებაზე უარი მაინც არასოდეს უთქვამს. (ავტორი გენია.ჯი)