ტიოაცეტონი – “ეპიზოდი”
ტიოაცეტონი (ქიმიური ფორმულა გახლავთ – CH3-CS-CH3) – წარმოადგენს თხევადი სახის იმ ქიმიურ ნივთიერებას,რომელიც “გინესის რეკორდების წიგნში” იქნა შეტანილი,როგორც ყველაზე საშინელი და მყრალი სუნის მქონე ქიმიური ნივთიერება დედამიწაზე,რომელიც ოდესმე შეუქმნია ადამიანს.(ავტორი გენია.ჯი) 1889 წელს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში განთავსებულ ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში,მეცნიერები ცდილობდნენ მცირერაოდენობის ტიოაცეტონი მიეღოთ.როგორც იმ პერიოდის წყაროებიდან ვგებულობთ,ქალაქში იმდენად მძაფრი და მყრალი სუნი გავრცელდა,რომ მოსახლეობას პირღებინება დაეწყო.რამდენიმე ფრაიბურგელი კი გაითიშა კიდეც.ქალაქი სრულმა პანიკამ მოიცვა.ხელისუფლება იძულებული გახდა ფრაიბურგის მოსახლეობის დროებითი ევაკუაცია მოეწყო.
ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირებნული იქნა ინგლისის ქალაქ ოქსფორდშიც.კერძოდ, 1987 წელს კომპანია “Esso”-ს ლაბორატორიის თანამშრომლები ტიოაცეტონის მისაღებად ექსპერიმენტს ატარებდნენ.კოლბაში გამოწვეულმა დიდმა წნევამ კოლბის თავსახურის ამოვარდნა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ თავსახური კოლბას იმავე წამს კვლავ დაახურეს თავსარქმელზე,ტიოაცეტონის საოცრად მყრალმა სუნმა ლაბორატორიიდან 200 მეტრის რადიუსში მყოფ ადამიანებს პირღებინება მაინც დააწყებინა.
საინტერესოა,რომ იმავე ლაბორატორიის ქიმიკოსებს ერთ-ერთი რესტორნის ადმინისტრაციამ რესტორნის დატოვებაც კი მოსთხოვა იმის გამო,რომ მათ ტიოაცეტონის საშინელი სუნი ასდიოდათ. (ავტორი გენია.ჯი)