ბიგარის ჩანჩქერი
ბიგარის ჩანჩქერი – წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყნის – რუმინეთის ერთ-ერთ ულამაზეს და უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტს,რომელსაც 2013 წელს სახელგანთქმულმა ჟურნალმა “The World Geography”-მ დედამიწაზე არსებულ “რვა ულამაზეს ჩანქერთა” რეიტინგში პირველი ადგილი მიაკუთვნა. (ავტორი გენია.ჯი) რუმინეთის “მშვენება ჩანჩქერი” განთავსებულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით.კერძოდ,ქალაქ ბოზოვიჩის სიახლოვეს,ბეუშნიცას ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე.მდინარე მინისი ზემოაღნიშნული მონაკვეთის სიახლოვეს აწყდება დაბრკოლებას – კლდეს,რის გამოც ნაწილი წყლისა სხვა კალაპოტით მიედინება,ხოლო მეორე ნაწილი კი,ხავსით დაფარული კლდიდან კვლავაც მინისში, 8 მეტრის სიმაღლიდან ჩაედინება,რაც თავის მხრივ ფანტასტიკური სილამაზის მქონე ბუნებრივ სანახაობას ჰქმნის.ხის ხიდი,რომელიც მდინარეზეა გადებული საშუალებას იძლევა ამ ულამაზესი ჩანჩქერის ახლო ხედის ხილვით დიდი ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს ნებისმიერმა ბუნებისმოყვარულმა.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ ბიგარის ჩანჩქერს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ბიგარის ჩანჩქერი არა მარტო ზაფხულობით არის ულამაზესი სანახავი,არამედ ზამთრობითაც,რადგან ამ პერიოდში მისი კლდიდან ჩამომავალი ყინულის ლოლოებად ქცეული წყალი,მართლაც რომ გასაოცარ სანახაობას წარმოადგენს.
ისევე,როგორც სხვა უამრავ ჩანჩქერზე,ბიგარის ჩანჩქერზეც არსებობს ლეგენდა: ამ ადგილებში ადრეულ საუკუნეებში ერთი ღარიბი ოჯახი ცხოვრობდა.ცოლ-ქმრის წყვილს დიდი ხნის მანძილზე შვილი არ ჰყავდათ,რაც მათ დიდ უბედურებას წარმოადგენდა.მწუხარებამ ქალი თხოვნით ბოშა-ჯადოქართან მიიყვანა.ჯადოქარმა ქალს უთხრა,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ის გაზაფხულობით დალევდა მდინარე მინისის წყალს – ბავშვი შეეძინებოდა.თუმცა გააფრთხილა,რომ თუ გოგონა ეყოლებოდა,იგი არავისზე არ უნდა შეყვარებულიყო,წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდებოდა.წყვილს მართლაც გოგონა შეეძინა.ზრდასრულ გოგონას კი ყმაწვილი,სახელად – ბიგარი შეუყვარდა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ჯადოქრის წინასწარმეტყველება არ ამხდარიყო და გოგონას სატრფო დაევიწყებინა,მამამ ქალიშვილი გამოქვაბულში გამოამწყვდია.ერთ დღეს გოგონას განწირული ყვირილი ბოშა-ჯადოქრის ყურებს მისწვდა.იგი გამოქვაბულთან მივიდა და უთხრა რომ მისი განთავისუფლება არ შეეძლო,თუმცა-კი მისი და ბიგარის მწუხარება შეეძლო გაეერთანებინა და მათი ბედი ერთმანეთთან სამუდამოდ დაეკავშირებინა.ამ დროს გოგონამ თმა გადაიწია,რა დროსაც მის თმებზე ტვალებიდან ჩამოსული ცრემლები ჩანჩქერად იქცა.ქარმა ბიგარი გამოქვაბულთან მიიყვანა და შეყვარებული ქალის ცრემლებში ჩაძირა.ამ მეთოდით მათი ბედი საბოლოოდ იქნა ერთმანეთთან დაკავშირებული.
ადგილობრივები,მდინარე მინისის ამ ულამაზეს ადგილს დღემდე – “მინისის ხეობის სასწაულად” მოიხსენიებენ.(ავტორი გენია.ჯი)