ბიერტანის მონასტრის უცნაური ტრადიცია…
რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში,კერძოდ,ტრანსილვანიაში მდებარე სოფელი – ბიერტანი საქსონების მიერ XVI საუკუნეში იქნა დაარსებული.მას შემდეგ აღნიშნულ სოფელში ტრანსილვანიის ტერიტორიაზე ყველაზე ბევრი საქსონი სახლობდა.თავიანთ სოფელში საქსონებმა ააგეს ქრისტიანული მონასტერი,რომელიც ქვის დიდი გალავნითა და კოშკებით საიმედოდ იყო დაცული მტრების შემოსევისაგან.მონასტერში ხშირად აღავლენდა ლოცვებს ტრანსილვანიის ლუთერანულ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მონასტერმა ჩემი ყურადღება მასში დამკვიდრებული ერთი მეტად უცნაური ტრადიციის გამო მიიქცია: სოფელ ბიერტანის ტერიტორიაზე განთავსებულ მონასტერში არსებობს სპეციალური ოთახი,რომელსაც – “შერიგება-გაყრის ოთახს” უწოდებენ.სანამ ადგილობრივი შეყვარებული წყვილები ჯვრისწერისა და ქორწინების დამადასტურებელ დოკუმენტებს მიიღებენ,მანამ ისინი ვალდებული არიან ორი კვირის განმავლობაში – “შერიგება-გაყრის ოთახში” იცხოვრონ.ოთახი მეტად ვიწროა და მასში განთავსებულია ერთი საწოლი,ერთი მაგიდა,ერთი სავარძელი,ერთი თეფში და ერთი კოვზი.მას შემდეგ,რაც შეყვარებული წყვილი “შერიგება-გაყრის ოთახში” ორი კვირა ისე თანაიცხოვრებს,რომ მათ შორის დავა ან კამათი არ წარმოიშვება,გადაეცემათ ჯვრისწერისა და ქორწინების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს უცნაური წესი ბიერტანში უკვე 300 წელიწადია მოქმედებს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ადგილობრივებში დაქორწინებული წყვილის გაყრისა. (ავტორი გენია.ჯი)