სერიული მკვლელების მიერ დაწერილი წიგნები…
კარლ პანცრამი (1891-1930 წლები) – წარმოადგენდა თავისი კაცთმოძულეობითა და ნიჰილისტური შეხედულებებით ცნობილ გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელ სერიულ მკვლელს. 11 წლის ასაკში მყოფმა მეზობლის სახლი გაქურდა,თუმცა დააკავეს და როგორც არასწრულწლოვანი მსჯავრდებული,მინესოტას შტატში მდებარე საგანმანათლებლო-აღმზრდელობით ცენტრში განამწესეს.როგორც თავად შემდგომში განაცხადა,სასტიკი და დაუნდობელი ბუნება სწორედ მინესოტას საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მიღებულმა მძიმე ფიზიკურმა დასჯებმა ჩამოუყალიბა. (ავტორი გენია.ჯი) იქვე გადაწყვიტა მან “შური ეძია კაცთა მოდგმის წარმომადგენლებზე”.განთავისუფლების შემდეგ, 14 წლის ასაკში მყოფი კარლი დედამ სკოლაში შეიყვანა,თუმცა მასწავლებელთან კონფლიქტი მოუვიდა,რის გამოც მისი მოკვლა გადაწყვიტა.საბედნიეროდ,ის პისტოლეტი,რომლითაც მას მასწავლებელი უნდა მოეკლა,ხელიდან დიდი ძალიხმევის შედეგად წაართვეს.აღნიშნულ ინციდენტს,მისი სკოლიდან გარიცხვა მოყვა.არასრულწლოვანი პანცრამი საკუთარი სახლიდან გაიქცა და ქვეყნის მთელი მასშტაბით დაიწყო სხვადასხვა საკის კრიმინალური აქტების ჩადენა.მისი განცხადებით,სწორედ იმ პერიოდში გააუპატიურა ოთხმა ქუჩის მაწანწალამ,რამაც ადამიანების მიმართ სიძულვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა.კარლმა 1920 წლის აგვისტოში გაქურდა აშშ-ის რიგით 27-ე პრეზიდენტის – უილიამ ჰოვარდ ტაფტის ბინა.მოპარული სოლიდური თანხით შეიძინა იახტა,სახელწოდებით – “Akista”,რომელზეც შემდგომში ათი ადამიანი (მამაკაცი) გააუპატიურა და მოკლა.დაკავების შემდგომ პანცრამს 22 მკვლელობა და ასეულობით ძარცვისა თუ ქურდობის ფაქტი დაუმტკიცდა,რომლებიც თავის მხრივ მსოფლიოს 30 ქვეყანაში ჰქონდა ჩადენილი.ვაშინგტონის ციხეში მყოფი კარლი თანასაკლელებმა სასტიკად სცემეს.იგი განრისხებული თანასაკლელებისაგან ციხის ერთ-ერთმა ზედამხედველმა – ჰენრი ლესერმა დაიხსნა.ერთ დღეს პანცრამმა ლესერს გაანდო რომ ავტობიოგრაფიის დაწერას აპირებდა და კალმისა და რვეულის მოპოვებაში დახმარება თხოვა.ჰენრიმ სიკვდილმისჯილი პატიმრის თხოვნა დააკმაყოფილა და მას საკანში კალამი და რვეული მიუტანა.კარლი მის მიერ დაწერილ ტექსტებს მუდმივად აწვდიდა ლესერს და ეს მაშინაც კი გრძელდებოდა,როდესაც სხვა ციხეში იქნა გადაყვანილი. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია,სახელწოდებით – “ქილერი: მკვლელის ჟურნალი”-თ დაინტერესდა ამერიკელი მწერალი თომას ე. გადისი,რომელსაც სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე კარლმა უფლება დართო თავისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით წიგნი დაეწერა. 1930 წლის 5 სექტემბერს კარლ პანცრამი ჩამოახრჩვეს.მისი სიკვდილის დასჯიდან 40 წლის გასვლის შემდეგ (1970 წელს),ტომას ე. გადისმა და თანაავტორმა – ჯეიმზ ლონგმა გამოსცეს წიგნი – “მკვლელი: მკვლელობის დღიური”,სადაც დეტალურად არის აღწერილი კარლ პანცრამის მიერ ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულები.ამავე წიგნის მიხედვით, 1996 წელს გადაღებული იქნა მხატვრული ფილმიც. (ავტორი გენია.ჯი)
სეიტო საკაიბარა – წარმოადგენს ფსევდონიმს 14 წლის იაპონელი სკოლის მოსწავლის – სინიტირო აძუმისა,რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა 10 წლის – იაკი იამასიტისა და 11 წლის – ძიუნ ჰასეს მკვლელობებში.დიდი ხნის მანძილზე მოზარდი მსჯავრდებულის სახელი გასაიდუმლოებული იყო,რადგან იაპონური კანონმდებლობით აკრძალულია არასრულწლოვან დამნაშავეებზე ინფორმაციების გაცემა.ოფიციალურ დოკუმენტებში სინიტირო აძუმი – “ბიჭი A”-ს სახელით ფიგურირდებოდა.ციხეში ყოფნის პერიოდში (იგი განთავიოსუფლებული იქნა 2005 წელს) დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი,სახელწოდებით – “ზეკა”,რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იაპონურ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ საკაიბარას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა შეთანხმებული არ ყოფილა მის მიერვე გაუბედურებულ ოჯახებთან.თუმცა,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ მან თითო ეგზემპლარი თავის დაზარალებულებსაც გაუგზავნა,რომლის უკანა გვერდებზეც ბოდიშს უხდიდა მათ ჩადენილი ქმედებების გამო.წიგნის გაყიდვიდან ამოღება მოითხოვა თავად სეიტო საკაიბარას მამამ,თუმცა მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნა.ავტორის მიერ წიგნის გაყიდვიდან შემოსული 1,6 მილიონი ამერიკული დოლარი,ავტორისვე სურვილით დარიცხული იქნა დაზარალებული ოჯახების საბანკო ანგარიშებზე. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ კემბო – წარმოადგენს ოთხი ადამიანის (მათ შორის მეუღლის) სადისტურ მკვლელობაში მსაჯვრედულ პირს,რომელსაც აშს-ის სასამართლომ სასჯელის ზომად – სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.ციხეში მყოფმა კემბომ დაწერა 372 გვერდიანი წიგნი – “სუპერბავშვების სამეული”,რომელიც თავის მხრივ – ჯ.დ. ბაუერის ფსევდონიმით გამოსცა.თუმცა მოგვიანებით აღიარა,რომ ამ “ბავშვთათვის განკუთვნილი მხატვრული ლიტერატურის” ავტორი თავად იყო. (ავტორი გენია.ჯი)
დევიდ ბერკოვიცი (ნამდვილი სახელი და გვარი – რიჩარდ დევიდ ფოლკო) – წარმოადგენს იმ ამერიკელ სერიულ მკვლელს,რომელსაც სასამართლომ 14 თვის განმავლობაში ჩადენილი 6 ადამიანის მკვლელობა და 7 ადამიანის დაჭრის ფაქტი დაუმტკიცა.როგორც თავად აცხადებდა,მის მიერ ჩადენილ მკვლელობებს თვით ეშმაკი ხელმძღვანელობდა.მისგან მომავალ სიგნალებს კი,მისივე მეზობლის ძღლისაგან – სემისგან იღებდა.ერთ დროს სატანისტური იდეებით შეპყრობილი სამუდამოპატიმრობა მისჯილი დევიდი რწმენაში ჩავარდა.მალევე მან დაწერა წიგნი – “იმედის შვილი”,რომლის გაყიდვიდან შემოსულ ჰონორარს,ბერკოვიცი მის მიერვე დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გზავნის. (ავტორი გენია.ჯი)