თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
1872 წელს გამოიცა გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის ბრწყინვალე რომანი – “ეშმაკნი”.აღნიშნულ რომანში ფართოდ და ღიად არის წარმოჩინებული XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის ცხოვრება.ფარდა აქვს ახდილი იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში გამეფებულ კარიერიზმს,შანტაჟს,პიროვნებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას.მოკლედ რომ ვთქვათ,რომანში თვალსაჩინოდ არის ასახული საზოგადოებრივი რღვევისა და ხრწნის მიმდინარე პროცესი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ნაწარმოებიდან ჩანს,რომ დოსტოევსკი მწყრალად არის განწყობილი რევოლუციების,რევოლუციონერებისა და სოციალისტების მიმართაც.სოციალისტებს რომანში იგი,როგორც – “თაღლითებად” ისე წარმოაჩენს.მას შემდეგ,რაც თედორე დოსტოევსკის მიერ დაწერილ რომანს – “ეშმაკნი”,პროლეტარიატის ბელადი – ვლადიმერ ლენინი გაეცნო,იმდენად აღშფოთდა ნაწარმოებში მოყვანილი ფაქტებით,განსაკუთრებით რევოლუციონერებსა და სოციალისტებზე,რომ გენიალურ რუს მწერალს – “არქისაძაგელი დოსტოევსკი” უწოდა და შემდგომაც ამავე სახელით მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი)