ლი კუან იუ წერდა…
“პროსტიტუცია,აზარტული თამაშები,ნარკომანია და ალკოჰოლიზმი შეიძლება კონტროლს დაუქვემდებარო,მაგრამ მათი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია”.
* * *
“1959 წელს,როცა მე პირველად გავხდი სინგაპურის პრემიერ-მინისტრი,გადავწყვიტეთ,ისტანის რაიონში მდებარე ჩემს ოფიციალურ რეზიდენციაში,შრი ტემასეკში არ გადავსულიყავით.ბავშვები პატარები იყვნენ და არ გვინდოდა,მდიდრულ გარემოში ეცხოვრათ,სადაც უამრავი მსახური მათ ყველა სურვილს აუსრულებდა.ეს ჩვენს შვილებს სამყაროზე და ამ სამყაროში მათი ადგილის შესახებ არარეალურ წარმოდგენას შეუქმნიდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იმისთვის,რომ კარგი მთავრობა გყავდეს,კარგი ადამიანები უნდა მოიზიდო”.
* * *
“როგორც კი ქვეყნის ხელისუფლება კანონით იხელმძღვანელებს,კანონის უზენაესობა გარანტირებული იქნება”.
* * *
“მომავალი იმდენადვეა იმედისმომცემი,რამდენადაც გაურკვეველი”. – (ავტორი გენია.ჯი)