ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის შემადგენლობაში მყოფ კუნძულ ელბადან 1815 წლის 26 თებერვალს გაიქცა,ტრიუმფალური სვლით შევიდა საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი) ნაპოლეონის პარიზისაკენ მარშმა არა მხოლოდ იმ პერიოდის საფრანგეთის ხელისუფლება შეაშფოთა,არამედ ფრანგული პრესაც დიდ საგონებელში ჩააგდო.თუ როგორ იცვლებოდა ფრანგული პრესის დამოკიდებულება ბონაპარტთან მიმართებაში მის პარიზთან მიახლოებასთან ერთად,აქვე გაგაცნობთ:
“კორსიკელი ურჩხული ჟუანის უბეში შევიდა”.
* * *
“კაციჭამია ნაპოლეონი პარიზისკენ დაიძრა”.
* * *
“უზურპატორი გრენობლში შევიდა”.
* * *
“ბონაპარტმა ლიონი დაიკავა”.
* * *
“ნაპოლეონი ფონტებლოს უახლოვდება”.
* * *
“მისი საიმპერატორო უდიდებულესობა მისსავე ერთგულ პარიზში შემოდის”. – (ავტორი გენია.ჯი)