სკოლების ჩამოყალიბების ისტორიიდან…

სკოლა – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “სასწავლო საქმიანობას” აღნიშნავს.პირველი სკოლები მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში უძველეს ეპოქაში,სახელგანთქმული პირამიდებისა და სფინქსის ჩრდილების ქვეშ – ეგვიპტეში იქნა დაარსებული.სკოლაში სწავლა იმთავითვე ინტელექტის შეძენისა და ელიტურობის მატარებელ სიმბოლოდ მიიჩნეოდა,რის გამოც მასში ცოდნის მიღება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილებს შეეძლოთ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად – ფარაონის,მისი ოჯახის წევრთა,ქურუმთა და ხელისუფლების უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა შვილებს.თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებიც იმ ბავშვების მიმართ,რომლებიც განსაკუთრებულად ცდილობდნენ განათლების მიღებას.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,პირველ სკოლას საფუძველი ათასწლეულების წინ უძველეს ეგვიპტეში ჩაეყარა და შესაბამისად,პირველი მასწავლებლები,პირველი მოსწავლეები და პირველი გაკვეთილები სწორედ ფარაონების ქვეყანაში გამოჩნდნენ.სკოლები ეგვიპტურ ტაძრებში იყო განთავსებული.მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო ფორმები არ არსებობდა.სასწავლო ჩანაწერები პაპირუსებზე მიმდინარეობდა.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ სკოლის დამთავრებისთანავე მოსწავლე ვალდებული იყო გამოცდები ჩაებარებინა და ეჩვენებინა ის,თუ როგორი ცოდნა მიიღო მან წლების განმავლობაში.ძველ ეგვიპტური სკოლის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტი გახლდათ ეგრეთ წოდებული “თეატრალური რელიგიური მისტერია”,რომელიც თავად მოსწავლეებისადმი იყო მიძღვნილი.

უძველეს აღმოსავლეთში,კერძოდ,მდინარეების ტიგრისა და ევფრატის სანაპიროებზე მცხოვრებ შუმერების უნიკალურ ცივილიზაციაში სკოლები ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით III ათასწლეულში გამოჩნდა.შუმერულ ენაზე სკოლას – “ედუბას” ანუ “ფიფიტების სახლს” უწოდებდნენ და მისი უმთავრესი დანიშნულება ბავშვების მწიგნობრებად ჩამოყალიბება გახლდათ.მოსწავლეები საწერ საშუალებად თიხის ფირფიტებსა და სტილოსებს (ცილინდრული ფორმის მქონე წვეტიანი სვეტი,რომელიც კალმის მოვალეობას ასრულებდა) იყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შუმერულ ცივილიზაციაში,ისევე როგორც უძველეს ეგვიპტეში,სწავლა ტაძრებში მიმდინარეობდა.ძირითადად,თითოეულ სკოლაში საშუალოდ ერთი მასწავლებელი და 30-მდე მოსწავლე ირიცხებოდა.იშვიათად,თუმცა მაინც არსებობდა შედარებით დიდი “ედუბებიც” (სკოლებიც),სადაც რამდენიმე მასწავლებელი და გაცილებით მეტი მოსწავლე სწავლობდა.შუმერულ ედუბებში ბავშვებს შეასწავლიდნენ წერა-კითხვას,ანგარიშს,ხატვას,მუსიკას,მაგიური რიტუალებისა და თიხის ფიფიტების შენახვის წესებს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სკოლებმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა აღნიშნულ ცივილიზაციაში,რომ თითქმის ყველა ქალაქში არსებობდა ერთი ედუბა მაინც.შუმერ ბავშვებს სპეციალური სასკოლო ფორმები არ გააჩნდათ,თუმცა ისინი იმოსებოდნენ ისე,როგორც მომავალი მწერლები,დაატარებდნენ თიხის რამდენიმე დაფასა და მათზე დასაწერ საშუალებას – სტილოსს.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, ძვ.წ.აღ-ით I ათასწლეულში შუმერების ედუბებში განათლების სისტემა ერთობ დახვეწილი გახლდათ (ისწავლებოდა გეოგრაფია,ბიოლოგია,მათემატიკური გამოთვლები).

ძველი ეგვიპტიდან და მესოპოტამიიდან სკოლები ძველ საბერძნეთშიც გავრცელდა.როგორც ცნობილია,ძველი ბერძნები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბავშვებისათვის განათლების მიღებას.ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ თავიანთი პატარები ფიზიკურად ჯანმრთელნი და გონებრივად განვითარებულნი ყოფილიყვნენ.პირველი სახელგანთქმული სკოლა,რომელიც ძველი საბერძნეთის ტერიტორიაზე შეიქმნა, ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებით თარიღდება (არის ცნობები,რომ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში საბერძნეთის რიგ რეგიონებში არსებობდა “ქალთა სკოლები”,სადაც შეისწავლებოდა ლიტერატურა,მუსიკა,ცეკვა,პოეზია და ქსოვა.ერთ-ერთ ასეთ სკოლას სათავეში უდგა დიდი ძველბერძენი პოეტი ქალი – საფო) და მისი სულისჩამდგმელი გახლდათ გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და მისტიკოსი – პითაგორა სამოსელი.მის საპატივცემულოდ ამავე სკოლას – “პითაგორას სკოლა” ეწოდა.პითაგორამ ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი იმოგზაურა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის იმყოფებოდა ეგვიპტეშიც.სწორედ ეგვიპტური საგანმანათლებლო სისტემის ექსპორტი განახორციელა მან ძალიან წარმატებით საბერძნეთში.”პითაგორას სკოლის” დაარსების შემდეგ,საბერძნეთში სხვა უამრავი სკოლაც იქნა გახსნილი.

შვიდი წლის ასაკის შესრულების შემდგომ,ბერძენი მშობლები თავიანთ შვილებს იმ მონა-პედაგოგებს (ბავშვის გამცილებლები) გადასცემდნენ აღსაზრდელად,რომლებიც კარგი განათლებით,სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდნენ.ამის შემდგომ კი ბავშვები სკოლებში შეჰყავდათ.ბავშვები ვალდებულები იყვნენ სკოლებში მოკლე ქიტონით,მხატვრულად გაფორმებული მსუბუქი აბჯრითა და ქლამიდით ეარათ (ასეთი სახის ჩაცმულობა საუკუნეების მანძილზე საბერძნეთში უცვლელი დარჩა). ძვ.წ.აღ-ით 334 წელს არისტოტელეს მიერ დაარსებული პერიპატეტიკოსთა სკოლის მოსწავლეები,იმისათვის,რომ ისინი სხვა სკოლების მოსწავლეებისაგან გამოერჩიათ,სპეციალურ ჰალსტუხებს და თეთრ ტოგებს ატარებდნენ (მათ ასევე ატარებდა თავად არისტოტელეც). 16-18 წლის ასაკში მყოფებს კი შეეძლოთ განათლების მიღება სხვადასხვა ფილოსოფიურ და რიტორიკულ სკოლებში განეგრძოთ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ძველი საბერძნეთის უამრავ ქალაქ-პოლისში სხვადასხვა სახით მიმდინარეობდა ბავშვებისათვის სწავლის მიღების პროცედურები.მაგალითად,სპარტაში სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია იყო პატარა სპარტელი ვაჟებისაგან აღეზარდათ ბრწყინვალე მეომრები,ხოლო გოგონებისაგან შესანიშნავი მეომრების დედები.

ძველი ეგვიპტეიდან,შუმერული ცივილიზაციიდან,ძველი საბერძნეთიდან,ძველი ინდოეთიდან და ძველი ჩინეთიდან,სკოლების საგანმანათლებლო სისტემებმა გავრცელება ჰპოვეს ძველ რომში (ახ.წ.აღ-ით I საუკუნეში),ბიზანტიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>