ქანაან სოდინდო ბანანა – “ეპიზოდი”
როდეზიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,თეოლოგიის პროფესორი და პასტორი - ქანაან სოდინდო ბანანა (1936-2010 წლები), რომელიც ავტორია „მამაო ჩვენოს” აფრიკული ვერსიისა, 1980 წელს არჩეული იქნა დამოუკიდებელი ზიმბაბვეს პირველ პრეზიდენტად. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მისი გვარი – ბანანა,რომელიც ბანანთან ასოცირდებოდა,ადგილობრივ მოსახლეობაში ხშირად ხდებოდა ხუმრობის,დაცინვისა და ქილიკის ობიექტი,რის გამოც იგი იმდენად ღიზიანდებოდა,რომ პრეზიდენტად არჩევიდან ორი წლის გასვლის შემდგომ ინიცირება გაუკეთა კანონს,რომლის მიხედვითაც ზიმბაბვეს მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ მის გვარზე ხუმრობა.აღნიშნული კანონის დამრღვევები ისჯებოდნენ როგორც ფინანსური ჯარიმით,ასევე თავისუფლების აღკვეთითაც კი. 1998 წელს,ზიმბაბვეს ყურადღება მთელმა მსოფლიომ მიიქცია,რადგან დამოუკიდებელი ზიმბაბვეს პირველი პრეზიდენტი სასამართლოს მიერ დადანაშაულებული იქნა ისეთ ამაზრზენ დანაშაულებებში,როგორიც არის – სექსუალური ძალადობა და მამათმავლობა.მიუხედავად იმისა,რომ ქანაანი ბრალს კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა,რომ ეს მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ შეთითხნილი საქმე იყო,იგი მაინც დამნაშავედ ცნეს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ცხრა წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ქანაან სოდინდო ბანანას მიერ “მამაო ჩვენო”-ს აფრიკული ვერსიის ლოცვაში მოყვანილია შემდეგი სიტყვები: “მამაო ჩვენო,გვასწავლე ჩვენ მოთხოვნა ჩვენი წილი ოქროსი და შეგვინდე ჩვენ საზრიანობა ჩვენი…”