ჩილიური არაუკარია
ჩილიური არაუკარია – წარმოადგენს სინათლისა და ტენიანი კლიმატის მოყვარულ მარადმწვანე წიწვოვან ხეს,რომელთა ბუნებრივი გავრცელების არეალებია ჩილე და არგენტინის დასავლეთი რეგიონები.როგორც დეკორატიული სახეობის ხე კულტივირებულია ევროპის რიგ ქვეყნებში,მათ შორის სკანდინავიაში მდებარე ნორვეგიაშიც. (ავტორი გენია.ჯი) ჩილიური არაუკარიას მაქსიმალური სიმაღლე 60 მეტრია,ხოლო ხის ტანის დიამეტრი 1,5 მეტრს უტოლდება.მუქი მწვანე შეფერილობის მქონე წიწვოვანი ფოთლები იმდენად ეკლიანი და უხეში გააჩნიათ,რომ მის ტოტებზე ჩიტებიც კი ერიდებიან დასხდომას.კორნუოლში მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა ბრიტანელმა,რომელსაც საკუთარ ეზოში ჰქონდა დარგული ჩილიური არაუკარია,სტუმრებს შემდეგი რამ განუცხადა: “ამ ხეზე ასვლა თვით მაიმუნისათვისაც კი დიდ თავსატეხს წარმოადგენსო”.სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას მეორე სახელითაც – “Monkey Puzzle”,რაც თარგმანით – “მაიმუნის თავსატეხს” აღნიშნავს. XVIII საუკუნეში,კერძოდ 1780 წელს ჩილიური არაუკარია აღწერილი იქნა ერთ-ერთი იტალიელი ბოტანიკოსის მიერ.მან აღნიშნული ხე ფიჭვის განსაკუთრებულ სახეობად წარმოგვიდგინა,თუმცა მოგვიანებით,დიდმა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა და ზოოლოგმა – ჟან ბატისტ ლამარკმა დაამტკიცა,რომ ჩილიური არაუკარია არაუკარიის გვარის მცენარეების ცალკეულ ქვესახეობას წარმოადგენდა.ახალგაზრდა ეგზემპლარად მიჩნეულია 150 წლამდე ჩილიური არაუკარია,რადგან მისი არსებობის ხანგრძლივობა 2 000 წლამდე მერყეობს.საინტერესოა ის გარემოება,რომ წიწვოვანი ფოთლების სიცოცხლისუნარიანობა ხშირ შემთხვევაში 40 წლამდეც კი მერყეობს.ჩილიური არაუკარიას აღმოჩენიდან და აღწერიდან 16 წლის შემდეგ (1796 წელს),აღნიშნული სახეობის ხეები სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან ინგლისში ჩაიტანეს,რის შემდეგაც მათ გავრცელება ევროპის რიგ ქვეყნებშიც ჰპოვეს.
ჩილიური არაუკარიის თესლი,როგორც უმი,ასევე მოხალული სახით გამოიყენება საკვებად.ადგილობრივები ფისს გამოიყენებენ სახალხო მედიცინაში,ხოლო მერქანს სამშენებლო სამუშაოებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)