რუმინეთის სამეფო გვირგვინის შესახებ…

როგორც წესი,მსოფლიოში არსებული სამეფოებისა თუ იმპერიების მმართველთა ძალაუფლების აღმნიშვნელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი – გვირგვინი,სხვადასხვა სახის უძვირფასესი ქვებითა და ოქროთი გახლდათ და გახლავთ შემკული. (ავტორი გენია.ჯი) თვით აცტეკების საიმპერატორო გვირგვინებიც კი,რომელთა ძირითადი ნაწილი მრავალი სახეობის ფრინველის ბუმბულისაგან შედგებოდა და კარდინალურად განსხვავდებოდა მსოფლიოში არსებული სხვა საიმპერატორო თუ სამეფო გვირგვინებისაგან,ოქროს ელემენტებით იყო გაფორმებული.ასევე  იყო რუმინეთის სამეფო გვირგვინის შემთხვევაშიც.თუმცა ეს ტრადიცია რუმინელმა მონარქებმა 1881 წლის 26 მარტიდან დაარღვიეს.

XIX საუკუნეში,კერძოდ 1877-1878 წლებში რუმინეთი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებდა. 1877 წლის 30 აგვისტოს ბულგარეთის სოფელ გრივიცასთან გამართულ სისხლიმღვრელ დაპირისპირებაში რუმინელთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალთა ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია,რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის მონობიდან დახსნის საქმეში.აღნიშნულ ბრძოლაში რუმინელებმა სხვა უამრავ ალაფთან ერთად ხელთ იგდო ოსმალთა ქვემეხები. (ავტორი გენია.ჯი) გრივიცასთან გამარჯვებას იმდენად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა რუმინელთათვის,რომ მათ ალაფად ხელში ჩაგდებული ერთ-ერთი ქვემეხის ფოლადისაგან დაამზადეს სამეფო გვირგვინი (ზემოთ სურათზე გამოსახული).საყურადღებოა ის გარემოება,რომ რუმინელ მონარქთა სამეფო გვირგვინი მხოლოდ და მხოლოდ ოსმალეთა ქვემეხის ფოლადისაგან დამზადდა და მასში არც ერთი სახეობის ძვირფასი ქვა და არც ერთი გრამი ძვირფასი ლითონი არ გამოუყენებიათ,რაც მართლაც რომ უპრეცედენტი მოვლენა გახლდათ.

ფოლადის სამეფო გვირგვინი კორონაციის დროს პირველად (1881 წლის 26 მარტი) თავზე დაადგეს რუმინეთის პირველ მეფეს – კაროლ I-ს (1839-1914 წლები),რომლის ინიციატივაც გახლდათ ოსმალთა ქვემეხისაგან გვირგვინის დამზადება.შემდგომ ამავე გვირგვინით ეკურთხა მეფედ ფერდინანდ I და მიჰაი I.

რუმინეთის სამეფო გვირგვინი,რომელიც დიზაინით თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა სამეფო გვირგვინებისაგან,გამოსახულია ქვეყნის ეროვნულ გერბზე და მონეტებზე.დღესდღეობით იგი დაცულია ბუხარესტში განთავსებულ ეროვნულ-ისტორიულ მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>