“Parker”-ის ისტორიული საწერ-კალმის შესახებ…
მსოფლიოში,არც ერთი საწერი-კალმის მწარმოებელ კომპანიას არ უმაგრებს ზურგს ისეთი ბრწყინვალე ისტორია,როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ ჯეინსვილში (ვინსკონსინის შტატი) 1888 წელს ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – ჯორჯ სეფორდ პარკერის (1863-1937 წლები) მიერ დაარსებულ – “Parker”-ის საწერი-კალმების მწარმოებელ კომპანიას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებული საწერი კალმით მოაწერა ხელი 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ კაპიტულაციას; ამავე ბრენდის კალმით მოაწერა ხელი “კაპიტულაციის აქტს” მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა გერმანიამ; “Parker”-ის ფირმის კალმით მოეწერა ხელი ომის დამთავრების აქტს ხელი ვიეტნამში და იგივე კომპანიის საწერ-კალმით მოხდა 1987 წელს აშშ-ის პრეზიდენტ – რონალდ რეიგანსა და სსრკ-ს გენსეკს – მიხეილ გორბაჩოვს შორის საშუალო და მცირე სიშორის მქონე ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების გაფორმება.
საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ კომპანია ”Parker”-ის მიერ წარმოებული საწერ-კალამი განსაკუთრებით მოსწონდა დიდ ინგლისელ მწერალს – სერ არტურ კონან დოილს.მისი მოწონება იმდენად დიდი იყო,რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს – ლორდ მოულსუორტს სამადლობელი წერილიც კი გაუგზავნა.აღნიშნულ წერილში დოილი წერდა: “როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს,რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – მონათესავეა ჩემი სულისა”.
P.S. გასათვალისწინებელია,რომ – “Parker”-ის საწერ-კალმის ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი კომპანიისაგან “სამუდამო გარანტიას” იღებს…
იაპონიის კაპიტულაცია
გერმანიის კაპიტულაცია
საშუალო და მცირე სიშორის მქონე ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების გაფორმება
“Parker”-ის ბრენდის საწერ-კალმები