რამ იმსხვერპლა ზევქსისი?

ზევქსისი (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლებში) – წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ მხატვარს,რომელმაც თავისი საუკეთესო წლები მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ძველბერძნულ პოლისში – ეფესოში გაატარა.იქვე დააარსა სახვითი ხელოვნების სკოლა.ზევქსისმა თავისი დიდებული შემოქმედებით იმდენად გაითქვა სახელი და იმდენად დიდი ქონება დააგროვა,რომ ფულის შოვნის გამო სურათების ხატვას თავი ანება.იგი მის მიერ დახატულ ტილოებს ჩუქნიდა მეფეებს და სხვადასხვა ბერძნულ ქალაქებს. (ავტორი გენია.ჯი) ავტორიტეტითა და სიმდიდრით გაამპარტავნებული მხატვარი მდიდრული ცხოვრების დიდი მოყვარული ყოფილა და “საროსკიპოების” ხშირ სტუმრადაც გვევლინებოდა.როგორც ძველი ისტორიული წყაროები იტყობინებიან,იგი იმდენად რეალისტურად ხატავდა ფიგურებს,რომ ერთხელ მაგიდაზე დაუხატავს ყურძენი,რომელსაც ამაოდ კრეფდნენ ფრინველები.ასეთ სიამტკბილობაში მცხოვრებმა ზევქსისმა, ძვ.წ.აღ-ით 380 წელს მოხუცი ქალის პორტრეტის დახატვა დაიწყო.როდესაც სურათზე მუშაობა დაასრულა და კარგად დააკვირდა მას,მოულოდნელად საშინელი სიცილი აუვარდა.ზევქსისის სიცილმა იმდენად ისტერიული სახე მიიღო,რომ მას “სიცილის არაკონტროლირებადი შეტევა” განუვითარდა,რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.ფაქტიურად,ზევქსისიც იმავე მიზეზით აღესრულა,როგორც – ქრისიპე,კალხასი,პიეტრო არიეტო,ფილემონე და სხვანი. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. მას შემდეგ,რაც საბერძნეთმა დამოუკიდებლობა დაკარგა,ზევქსისის საუკეთესო ნამუშევრები ჯერ “მარადიულ ქალაქ”  რომში გადაიტანეს,ხოლო მოგვიანებით ისინი კონსტანტინოპოლში.სამწუხაროდ,კონსტანტინოპოლში მომხდარმა საშინელმა ხანძარმა აბსოლუტურად ყველა მისი სურათი იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)

XVII საუკუნეში დახატული ტილო,სადაც გამოსახულია მომცინარი ზევქსისი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე (იქვე კარგად ჩანს მის მიერ დახატული მოხუცი ქალის პორტრეტიც)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>