იცით თუ არა,რომ
1.ჩინეთის ფორმალური მმართველი – დენ სიაოპინი რეგულარულად იყენებდა ეგრეთ წოდებულ “საფურთხებლებს”.პეკინში განთავსებულ “ხალხთა დიდ სასახლეში”,სადაც იმართებოდა სახელმწიფო მეთაურებთან უმაღლესი რანგის შეხვედრები,სიაოპინის სიახლოვეს ყოველთვის იდგა მარმარილოს “საფურთხებელი”.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი კუან იუმ,რომელმაც კარგად უწყოდა დენ სიაოპინის თვისებები,სინგაპურში მისი ვიზიტისას განკარგულება გასცა ჩინეთის მმართველის გვერდით თეთრ-ცისფერი “საფურთხებელი” დაედგათ. - (ავტორი გენია.ჯი)
2. პირველი ოფიციალური დოკუმენტი,სადაც მოხსენიებულია ილუზიონისტური ხელოვნება,ძველ ეგვიპტური – “ვესტკარის პაპირუსია”.ამ უძველეს პაპირუსში გადმოცემულია ეგვიპტის ფარაონ ხეოფსის (ძვ.წ.აღ-ით 2551-2528წლები) სასახლის კარზე ერთ-ერთი ილუზიონისტის გამოსვლა.
3. ჩინეთის ყველაზე ადრეული დინასტიების მმართველობიდან მოყოლებული,პროვინციის მმართველებს მნიშვნელოვანი დამოკიდებულება გააჩნდათ იმპერატორის ბრძანებების ინტერპრეტაციისას, და რაც უფრო შორს იყო ესა თუ ის პროვინცია ცენტრიდან,მით უფრო დიდი იყო მისი დამოუკიდებლობა.სწორედ ამ ფაქტიდან წარმოიშვა შემდგომში ცნობილი ანდაზა,რომელიც ასე ჟღერს: “მთები მაღალია,იმპერატორამდე გზა კი შორია”. – (ავტორი გენია.ჯი)
4. ცნობილ შვეიცარიელ ჩოგბურთელს – სტენ ვავრინკას მარცხენა წინამხარზე ლურჯი მელნით აქვს ამოსვირინგებილი ძალიან უცნაური სიტყვები: “მარად იბრძოდი.მარად მარცხდებოდი.მერე რა? კვლავ იბრძოლე.კვლავ დამარცხდი.კიდევ უფრო მეტად დამარცხდი!”
5. 1946 წელს გარდაიცვალა დიდი ქართველი ერუდიტი,პოლიტოლოგი და ქართული კულტურის მოამაგე – ერეკლე ტატიშვილი.გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა – ნიკო სამადაშვილმა,რომელიც ერეკლესთან მეგობრობდა,მის ხსოვნას პროზაული კრებული,სახელწოდებით – “შეხვედრები და სინანული” მიუძღვნა,რომელშიც შემდეგი ლექსით დაემშვიდობა მას:
“როცა გხვდებოდი,ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი,ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი,ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე”.
6. დღემდე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს შორის,ყველაზე ხანდაზმულია არქეობაქტერიები – “თერმოაციდოფილები”.
7. ფინანსურად შეძლებული იაპონელები – “ყავის აბაზანებს” იღებენ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში არსებობს – “ყავის საუნები”.როგორც “ამომავალი მზის” ქვეყნის შვილები ირწმუნებიან,ყავის აბაზანები საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ორგანიზმის განტვირთვისა და ხალისიან გუნებაზე დაყენებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
8. სახელგანთქმული ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსი – სერ ელტონ ჰერკულეს ჯონი,თავისი ექსცენტრიული სასცენო ჩაცმულობის გამო შეყვანილი იქნა – “ყველაზე ექსტრავაგანტულად ჩაცმული ქალების” სიაში.
9. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ვენეციელ კონსულს სმირნაში – ფრანც სეკარდი გორგოს (1587-1702 წლები),რომელმაც საერთო ჯამში 115 წელიწადი იცოცხლა,110 წლის ასაკში ჭაღარა თმები გაუშავდა,ხოლო 113 წლის ასაკში ახალი კბილები ამოუვიდა.
10. დღესდღეობით ზოოლოგებისათვის დედამიწაზე არსებული 400 000-მდე სახეობის ხოჭოა ცნობილი.ამ მაჩვენებლით ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის ორგანიზმები არიან დედამიწაზე.