რაში იყენებდნენ ძველ ეგვიპტურ მუმიებს?
ევროპელები და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ ძველ ეგვიპტურ საფლავებს,საიდანაც ძვირფასეულობასთან ერთად მუმიებსაც იპარავდნენ.ერთი პერიოდის განმავლობაში იმდენად დიდი რაოდენობით იქნა ძველ ეგვიპტური მუმიები მოპარული,რომ მათი ფასი ბაზარზე ძალიან დაეცა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საინტერესოა ის,თუ რისთვის ყიდულობდნენ და რაში იყენებდნენ მუმიებს მყიდველები?! როგორც წესი,უძველეს ძველ ეგვიპტურ მუმიებს ძირითადად მუზეუმები ყიდულობდნენ,რათა ისინი თავიანთი საგამოფენო დარბაზებში წარმოედგინათ საზოგადოებისათვის.გარდა ამისა,მუმიებს კვლევებისათვის ყიდულობდნენ მეცნიერებიც.თუმცა იყვნენ ისეთებიც,რომლებიც შესყიდულ მუმიებს აბსოლუტურად სხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ვალუა (1494-1547 წლები) მუმიებს ერთადერთი დანიშნულებისათვის ყიდულობდა.იგი ყოველდღიურად მცირე რაოდენობით ჭამდა მუმიის ნეშტს და ირწმუნებოდა,რომ ეს მეთოდი მას ბევრად მეტ ძალას მატებდა.
XIX საუკუნეში ძველ ეგვიპტური მუმიების შესყიდვა ძალიან პოპულარულ მოვლენას წარმოადგენდა მდიდარი ევროპელებისათვის.თუმცა,ფრანსუასაგან განსხვავებით ისინი მათ არ ჭამდნენ.ყოველი წვეულების დროს,ევროპელი “არისტოკრატები” თავიანთ მუმიებს დამსწრე “საზოგადოებასთან” ერთად ჯერ თუკი რამ შესამოსელი შემორჩენოდა შემოაძარცვავდნენ,შემდგომ კი დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მათ.ყოველივე ამის შემდგომ,თითქოს არაფერი მომხდარიყოს,მუმიის წინ კოქტეილსა და ტკბილ ნუგბარს შეექცეოდნენ.მოგვიანებით,ასეთი ამაზრზენი ფაქტები საბედნიეროდ – შეწყდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანსუა I ვალუა