მარჩელო მასტროიანი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული იტალიელი მსახიობი - მარჩელო ვინჩენცო დომენიკო მასტროიანი (1924-1996 წლები) ერთ-ერთ წვეულებაზე იქნა მიწვეული.მიწვევა მარჩელომ სიამოვნებით მიიღო და როდესაც წვეულებამ პიკს მიაღწია,მოულოდნელად შეზარხოშებულმა მასტროიანმა ერთი ძველი სიმღერა წამოიწყო,რომლის ტექსტშიც შემდეგი სიტყვები ფიგურირებდა: “დაიწვა ის სახლი,სადაც მე ბედნიერი ვიყავი”.მან სიმღერის დასრულება ბოლომდე ვერც კი მოასწრო,რომ შემაშფოთებელი ამბავი შეატყობინეს: იწვოდა მარჩელო მასტროიანის უსაყვარლესი ვილა მენ ტონში.მარჩელომ წვეულება რაღა თქმა უნდა უმალვე დატოვა.თუმცა ვილაში მისულს ნაცარტუტის,მეხანძრეებისა და პოლიციის გარდა არაფერი დახვედრია.როგორც მისი უახლოესი ადამიანები ირწმუნებოდნენ,მას შემდეგ მასტროიანს აღარასოდეს უმღერია ზემოაღნიშნული სიმღერა. – (ავტორი გენია.ჯი)