ახალი ზელანდია – “ეპიზოდი”
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნის – ახალი ზელანდიის სამთო მრეწველობის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით,რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებს ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზეც,ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე არც ერთი გველი არ ბინადრობს. (ავტორი გენია.ჯი) აქ მხედველობაში არ მიიღება ზღვის მინიმუმ ორი სახეობის გველი,რომლებიც მთელ თავიანთ სიცოცხლეს წყალში ატარებენ.მაორების ქვეყნის კანონმდებლობით გველები კანონგარეშედ არიან გამოცხადებული და შესაბამისად,მათი არსებობა ამ კუნძულოვან ქვეყანაში კანონით არის აკრძალული.გველები ახალ ზელანდიაში არა მარტო ბუნებაში არ გვხვდებიან,არამედ ისინი არც ზოოპარკებსა და არც სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში არა ჰყავთ.იმ შემთხვევაში,თუკი ახალი ზელანდიის რომელიმე მოქალაქემ სადმე გველი შენიშნა,იგი ვალდებულია ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინოს.წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმის გადახდა მოუწევს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ახალი ზელანდიის გარდა გველები არ ბინადრობენ არც გრენლანდიაში,არც ჰავაის რამდენიმე კუნძულზე და არც ანტარქტიდის კონტინენტზე.თუმცა ახალი ზელანდიისაგან განსხვავებით ისინი იქ კანონით არ არიან აკრძალულნი და მათი არარსებობა მხოლოდ ბუნებრივ პირობებსა და კლიმატან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი)