ძაღლი – მასობრივ კულტურაში,რელიგიაში,მითოლოგიასა და ლიტერატურაში
კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “თანამგზავრი” და ერთგული ცხოველი – ძაღლი,ადამიანებისათვის უძველესი ეპოქებიდანვე ასრულებდა ფართო სპექტრს ფუნქციებისას – ობიექტების დაცვიდან დაწყებული სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობით დამთავრებული.დღემდე არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა,რომელთა მიხედვითაც ძაღლების წინაპრებად განიხილება მგლები და ტურების რამდენიმე სახეობა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა მოლეკულურ-გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო,რომ საერთო წინაპრებისაგან ძაღლებისა და მგლების გამოყოფა ევოლუციის შედეგად დაახლოებით 135 000 წლის წინ განხორციელდა.რუხი მგლის ქვესახეობის მტაცებელთა რიგის ძუმძუმწოვარა ცხოველის მოშინაურება ადამიანმა ჯერ კიედევ ზედა პალეოლითის (ძველი ქვის ხანა) პერიოდში დაიწყო (აღნიშნული პერიოდი დაიწყო 40 000 წლის წინ და დასრულდა 12 000 წლის წინათ).თუმცა,დედამიწის თუ რომელ რეგიონში მოიშინაურეს ისინი პირველად,მეცნიერულად დადასტურებული არ არის.ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიით,მათი მოშინაურების პროცესი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მდინარე იანძის სანაპიროებიდან დაიწყო 16 300 წლს წინ.არქეოლოგების მტკიცების თანახმად,მეზოლითის პერიოდში (შუა ქვის ხანა – დაახლოებით 10-7 ათასი წლის წინათ) ადამიანთა მოდგმას ერთადერთი ცხოველი – ძაღლი ჰყავდა მოშინაურებული.მეზოლითის ხანის ძაღლები,თანამედროვე ძაღლებისაგან ერთობ დიდი ფიზიკური მონაცემებითა და ძლიერი ყბებით გამოირჩეოდნენ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ძაღლებს ადამიანები არა მხოლოდ სანადიროდ (რაც მათი უმთავრესი ფუნქცია გახლდათ იმ პერიოდში),არამედ საკვებადაც გამოიყენებდნენ.გარდა ამისა,ძაღლების ბეწვისაგან ამზადებდნენ ტანისამოსს,ხოლო ძვლებისაგან კი ნემსის მაგრვარ ნივთებს. (ავტორი გენია.ჯი)
აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ კაცთა მოდგმის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის – ძაღლის დანიშნულებას მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციების მასობრივ კულტურაში,რელიგიაში,მითოლოგიასა და ლიტერატურაში:
ჩინური ჰოროსკოპის მეორე დღე ყველა ძაღლის დაბადების დღედ არის აღიარებული.ამ დღეს მიღებულია ძაღლებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და მათთვის დამატებითი საკვების მიცემა;
* * *
ძაღლის გალაკული კუბოთი დასაფლავება,მის ელიტურ სტატუსზე მიუთითებდა.ასეთი სახის საფლავი აღმოჩენილი იქნა – ერლიტოუს ურბანულ-არქეოლოგიური კულტურის კვლევებისას და იგი თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე 2 000 წლით.
* * *
ჰიმალაის მთიანეთში მდებარე ქვეყანაში – ნეპალში დღემდე აღინიშნება – “ძაღლების დღე”,რომელსაც ადგილობრივები “Kukur Tihar”-ს უწოდებენ.ნეპალელთა ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სწორედ ძაღლები იცავენ სამოთხის შესასვლელ კარს.ამ დღეს,ისინი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს გირლანდებით რთავენ და სპეციალურ საკვებს უმზადებენ.გარდა ამისა თხოვენ,რომ მათ ისევე ერთგულად დაიცვან თავიანთი პატრონის სახლ-კარი,როგორც სამოთხის შესასვლელ კარს იცავენ.
* * *
ძველ ეგვიპტეში მრავალი სახეობის ცხოველი მიიჩნეოდა ღვთაებებად.მათ შორის იყო – ძაღლიც.ძველი ეგვიპტის ყველა ქალაქში არსებობდა ძაღლებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასაფლაო,სადაც მათ დაკრძალვამდე მუმიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა.დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს გადმოცემის თანახმად,როდესაც ძველ ეგვიპტელებს ძაღლი მოუკვდებოდათ,ოჯახში ნამდვილი გლოვა იწყებოდა.ოჯახის წევრები იპარსავდნენ თავს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ეკარებოდნენ საკვებს. (ავტორი გენია.ჯი) გიზაში განთავსებული ხეოფსის პირამიდის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილი იქნა ფარაონის ძაღლის სამარხი წარწერით.როგორც ირკვევა,იგი დასაფლავებული იქნა ქურუმების შესატვისი პატივით და მსისი სახელი გახლდათ – აბუტიო.ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთს – ანუბისს ეგვიპტელები ადამიანის ტანითა და ძაღლის თავით გამოსახავდნენ.მათ ანუბისის საპატივცემულოდ ქალაქი – კინოპოლისი დააარსეს.თუკი რომელიმე უცხო ქალაქის მაცხოვრებელი კინოპოლისელ ძაღლს მოკლავდა,კინოპოლისელებისათვის ეს საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის,რომ მკვლელის ქალაქისათვის ომი გამოეცხადებინათ.
* * *
ძაღლების ფუნქცია სხვადასხვა რელიგიებსა და ხალხების მითებში იმთავითვე საკრალურ და რიტუალურ როლს თამაშობდა.მათ მიაწერდნენ,როგორც მისტიფიკაციურ ფუნქციებს (მთვარესთან და მზესთან კავშირი),ასევე მიიჩნევდნენ ხთონურ არსებებად და კულტურულ გმირებადაც.ისინი ასოცირდებოდნენ – მამაცი მებრძოლების,ერთგულების,ამტანობის,სიფხიზლის,გულწრფელობისა და თავგანწირვის თვისებებთან.დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – მესტრიუს პლუტარქე კი,ძაღლებს – “კონსერვატიული,ფხიზელი და ფილოსოფიური სიცოცხლის საწყისად” მიიჩნევდა.მრავალი ხალხის წარმოდგენით,ძაღლებს ძალუძდათ მოჩვენებების დანახვადა უნიკალური უნარი ადამიანის სიკვდილის მოახლოების გრძნობისა.მრავალ მითოლოგიაში ისინი ღმერთებისა და ღვთაებრივი გმირების თანამგზავრებადაც არიან მოხსენიებულნი.
* * *
კელტურ კულტურაში გავრცელებული იყო მითი,რომლის მიხედვითაც გალ გმირ სუკელოსს,ზღვის ვაჭრების ღვთაებას – ნეგალენეიუსა და მკურნალ-ღმერთს – ნოდენსს,მუდმივად თან ახლდნენ ძაღლები.გარდა ამისა,ძაღლები გახლდნენ თანამგზავრები შუმერული (გულა),ბერძნული (ასკლეპიოსი) და ჩინური (ვეი-შან-ძიუნია) ღმერთებისა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ერთგულების ხაზგასმის ნიშნად,გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის ივანე IV მრისხანეს მცველები სიმბოლურად ძაღლის თავს იყენებდნენ.
* * *
ზოროატრიზმში – ძაღლი,როგორც ბოროტ სულებთან მებრძოლი არსება,შექმნილი იქნა უზენაესი ღვთაების – აჰურა მაზდას მიერ.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ზოროასტრიზმის წმინდა წიგნ – “ავესტაში”.
* * *
ისლამსა და იუდეურ რელიგიაში – ძაღლები არაწმინდა ცხოველებად არის განხილული,რის გამოც ისინი მხოლოდ დაცვითი ფუნქციების მატარებლებად განიხილებიან.ბუდიზმში ისინი კანონის დამცველობასთან და ვნებების ჩახშობასთან სიმბოლირდება.ქრისტიანულ რელიგიაში კი ისინი ასოცირდებიან – ერთგულებასთან,სიფხიზლესთან და უსაფრთხოებასთან.მრავალი წმინდანი ხატებზე ძაღლთან ერთადაც კი არის გამოსახული (მაგალითად – წმინდა როხა).
* * *
იპონელთათვის ისინი მცველებთან ასოცირდებიან.მაიას ცივილიზაციის ხალხი კი ძაღლს განიხილავდა,როგოც ჩირაღდნის მატარებელს და ელვის განსახიერებას.ჩინელებისათვის ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენდნენ.ძველი ჩინური წყაროების მიხედვით (ხანის დინასტიის მმართველობისას),ძაღლი სიმბოლიზირდებოდა იმიერ სამყაროში სიცოცხლის გაგრძელებასთან.ცნობილია,რომ ხანის დინასტიის იმპერატორების საფლავებთან დგამდნენ ოთხი ძაღლის სკულპტურას.ვიკინგების მითოლოგიის მიხედვით,მათი უზენაესი ღმერთის – ოდინის მეუღლე – ფრიგი (ატმოსფეროს ქალღმერთი),ძაღლებშებმული ეტლით გადაადგილდებოდა.
* * *
გენიალური ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის უკვდავ პოემაში – “ოდისეა”,ერთადერთი არსება,რომელიც ოდისევსს მრავალწლიანი დაბრუნების შემდგომ იცნობს,მისივე ძაღლი – არგისუა.
* * *
ასევე გენიალურმა ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა – ჯორჯ გორდონ ბაირონმა,თავისი ძაღლის (სახელად – ბოტსვანა) საფლავზე აღმართული ქანდაკებისათვის ეპიტაფია თავად დაწერა,ხოლო შემდგომ ამავე ეპიტაფიის მიხედვით ლექსი,სახელწოდებით – “ძაღლის საფლავი” შეთხზა.
* * *
ძაღლების თემატიკას თავისი შემოქმედების ნაწილი დაუთმეს – ფრანც კაფკამ,რეი ბრედბერმა,კარელ ჩაპეკმა,ჯონ სტეიბენკმა,კონრად ლორენცმა,ჟიულ ვერნმა,ანტონ ჩეხოვმა,ერნესტ ჰემინგუეიმ,ჯეკ ლონდონმა და სხვა უამრავმა დიდებულმა ლიტერატორმა. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ძაღლები თავიანთ უკვდავ შემოქმედებაში ასახეს ისეთმა გენიალურმა ხელოვანებმა,როგორებიც იყვნენ – ლეონარდო და ვინჩი,ალბრეხტ დიურერი,იან ვან ეიკი,პიკასო,ჟოან მირო,რენუარი და სხვები.
ძაღლები რომ ჩვენი საუკეთესო მეგობრებია,ამისი ახსნა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს.თუმცა უნდა ავღნიშნო,რომ,მათ მეგობრებად სულაც არ მიიჩნევდა ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი მხედართმთავარი – ჟინგიზ-ყაენი.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ თითქმის ნახევარი მსოფლიოს დამპყრობ კაცს პათოლოგიურად ეშინოდა ძაღლების,რის გამოც არაერთხელ გამხდარა ქილიკისა და კრიტიკის ობიექტი.
თუ რაოდენ დიდად უყვართ და რაოდენ ერთგულები არიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები თავიანთი პატრონებისა,ჯეკ ლონდონის ამ გამონათქვამითაც კარგად დასტურდება: “ძაღლი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე,რომელიც უშუალოდ უყურებს საკუთარ ღმერთს”. – ღმერთში რაღა თქმა უნდა ავტორი მის პატრონს გულისხმობდა.მე კი აღნიშნულ პოსტს იუდეველთა წმინდა წიგნში მოყვანილი ერთ-ერთი მეტად საინტერესო და საგულისხმო ციტატით დავასრულებ: “არ იცხოვროთ ისეთ ქალაქში,სადაც ძაღლის ყეფა არ ისმის”. (ავტორი გენია.ჯი)