პლუტონი – “ეპიზოდი”

მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა – პლუტონი აღმოჩენილი იქნა 1930 წლის 18 თებერვალს აშშ-ი მდებარე ქალაქ ფლაგსტაფში განთავსებული “ლუოელის ობსერვატორიის” 23 წლის  ამერიკელი ასტრონომის – კლაიდ უილიამ ტომბოს (1906-1997 წლები) მიერ.შესაბამისად,ახლად აღმოჩენილი პლანეტისათვის სახელწოდების დარქმევის პრივილეგიაც ზემოაღნიშნული ობსერვატორიას ენიჭებოდა,თუმცა ტომბოსა და “ლუოელის ობსერვატორიის” დირექტორის – ვესტო მელვინ სლაიფერის გადაწყვეტილებით, X  პლანეტისათვის სახელის დარქმევაზე კონკურსი გამოცხადდა.”ლოუელის ობსერვატორიის” დამაარსებლის – პერსივალ ლოუელის ქვრივის – კონსტანციას მოსაზრებით,პლანეტისათვის “ზევსი” უნდა ეწოდებინათ. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ,მან პირველი მოსაზრება უარყო და პლანეტისათვის თავისი აწ გარდაცვლილი მეუღლის – პერსივალის სახელის დარქმევა შესთავაზა ასტრონომებს.ტომბომ და სლაიფერმა მის ორივე შეთავაზებას იგნორირება გაუკეთეს.მალევე ასტონომებმა ოქსფორდში მაცხოვრებელი 11 წლის გოგონას – ვენეცია ბერნისაგან მიიღეს წინადადება,ახლადაღმოჩენილი პლანეტისათვის – “პლუტონი” ეწოდებინათ.მიუხედავად პატარა ასაკისა,ვენეცია დიდად იყო გატაცებული ასტრონომიითა და კლასიკური მითოლოგიით.მისი აზრით,ტომბოს მიერ აღმოჩენილი ახალი პლანეტისათვის მიზანშეწონილი იქნებოდა ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქვესკნელის მბრძანებლის – ჰადესის რომაული ვარიანტის სახელწოდების – პლუტონის დარქმევა,რადგან ისიც ქვესკნელივით ბნელი და მოშორებული იყო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდმა ამერიკელმა ასტრონომებმა მხარი დაუჭირეს 11 წლის ინგლისელი მოზარდი გოგონას წინადადებას და 1930 წლის 24 მარტს ოფიციალურად უწოდეს ახლად აღმოჩენილ პლანეტას -” პლუტონი”.

ასტრონომიისა და კლასიკური მითოლოგიის მოყვარულ  - ვენეცია ბერნს კი ჯილდოდ გადაეცა – 5 გირვანქა-სტერლინგი. (ავტორი გენია.ჯი)

ვენეცია ბერნი

კლაიდ უილიამ ტომბო (“პლუტონის” აღმომჩენი)

ვესტო მელვინ სლაიფერი (“ლოუელის ობსერვატორიის” ხელმძღვანელი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>