დუნკლეოსტეუსი
დუნკლეოსტეუსი – წარმოადგენს პლაკოდერმების ჯგუფის (იგივე ჯავშნიანი თევზების) და არტიოდირების კლასის ნამარხი თევზების უზარმაზარ მტაცებელ თევზს,რომელიც ბინადრობდა დევონურ პერიოდში დაახლოებით 415-360 მილიონი წლების წინ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ დუნკლეოსტეუსები განიხილებიან დღემდე იმ პერიოდის ოკეანეებისა და ზღვების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტაცებელ თევზებად. (ავტორი გენია.ჯი) მათი ნაშთები აღმოჩენილი იქნა თანამედროვე მაროკოს,პოლონეთის,ბელგიისა და ჩრდილოეთ ამერიკის რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე.ამ გიგანტური მტაცებელი თევზის სხეულის ზუსტი ზომების განსაზღვრა შეუძლებელია,რადგან მკვლევარებმა დუნკლეოსტეუსების ნაშთებიდან მხოლოდ თავის გაქვავებული ნაწილები აღმოაჩინეს.თითოეული აღმოჩენილი თავის ჩონჩხის ზომა ერთ მეტრს უტოლდება,რაც გვავარაუდებინებს,რომ დუნკლეოსტეუსის სხეულის სიგრძე არანაკლებ 6 მეტრი უნდა ყოფილიყო (სხვა მონაცემებით 10-დან 20 მეტრამდე).ტიპიური სახეობა აღნიშნული თევზებისა პირველად აღწერილი იქნა 1873 წელს გამოჩენილი ამერიკელი ბოტანიკოსისა და ზოოლოგის – ჯონ სტრონ ნიუბერის მიერ.დუნკლეოსტეუსის თავი და სხეულის წინა ნაწილი ჯანისეული წარმოშობის ძვლოვანი ფირფიტების ჯავშნით იყო დაფარული,ტანის უკანა ნაწილი კი ქერცლიანი ან შიშველი ჰქონდათ.თავისა და გულმკერდის ძვლოვანი ჯავშანი ერთმანეთს ორი მოძრავი სახსრით უკავშირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მათი ერთობ განვითარებული ყბები,ისევე როგორც პლაკოდერმების ჯგუფის სხვა სახეობის თევზებისა,კიდეწამახვილებული ძვლოვანი ფირფიტებისაგან იყო აგებული.ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებული ბიომექანიკური კომპიუტერული მოდელის კვლევებისას დადგენილი იქნა,რომ დუნკლეოსტეუსის ყბების სიძლიერე 55 პასკალს აღწევდა (წნევის ერთეული,რომელსაც ქმნის 1 ნიუტონი ძალა ერთ კვადრატულ მეტრზე),რაც ნიანგის ყბების სიძლიერის შესაბამისი ექვივალენტია.ისინი იკვებებოდნენ არა მხოლოდ მცირე ზომის თევზებით,არამედ ნადირობდნენ ზვიგენებზეც და თავიანთივე სახეობის თევზებზეც კი.ძირითად დროს დუნკლეოსტეუსები ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე ატარებდნენ.ეს გიგანტური ჯავშნოსანი თევზები გადაშენებული იქნენ კარბონული პერიოდის დასაწყისში. (ავტორი გენია.ჯი)