მეშურდულეები – “ეპიზოდი”
შურდულს,როგორც ქვის სასროლ ყველაზე მარტივი კონსტრუქციის მქონე ცივ იარაღს,კაცობრიობა უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული გამოიყენებდა (ბიბლიური გადმოცემის მიხედვით,დავითმა გოლიათი სწორედ შურდულის საშუალებნით დაამარცხა).მათ მოიხმარდნენ არა მხოლოდ საბრძოლო დანიშნულებისამებრ,არამედ სანადიროდაც.ერთ-ერთი უძველესი შურდული,რომელიც არქეოლოგების მიერ იქნა აღმოჩენილი ტუტანხამონის აკლდამაში, ჩვ.წ.აღ-მდე XIV საუკუნით თარიღდება. (ავტორი გენია.ჯი) .მიუხედავად იმისა,რომ შურდულის საშუალებით მოწინააღმდეგის დამარცხება არც თუ ისე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა,იგი მაინც ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნების არმიებში.მაგალითად,მეშურდულეთა სპეციალური დანაყოფები გააჩნდათ ძველ ეგვიპტურ,ძველ ბერძნულ,სპარსულ,კართაგენულ,ასურეთულ და ძველ რომაულ არმიებს.განსაკუთრებული ყურადღება,მებრძოლების,როგორც – მეშურდულეების აღზრდისა,მაინც ძველ რომში იყო გავრცელებული და მეშურდულეობა ერთგვარ პროფესიადაც კი მიიჩნეოდა.ისინი რომაული არმიის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენდნენ.მეშურდულეების ეფექტურ მოქმედებებზე დიდად იყო დამოკიდებული ამა თუ იმ ბრძოლის წარმატებით დასრულება. (ავტორი გენია.ჯი) ძველი რომაელები ბავშვებს შურდულების სროლას პატარა ასაკიდანვე აჩვევდნენ.თუმცა,თავდაპირველად მათი სამიზნე არა ცოცხალი ადამიანები,არამედ ცხოველები იყვნენ.იმ შემთხვევაში თუკი მომავალი რომაელი მეშურდულე თავისი შურდულის საშუალებით ვერ მოინადირებდა რომელიმე ცხოველს,იგი აუცილებლად მშიერი რჩებოდა.სწორედ ეს აიძულებდა მათ,რომ როგორმე სწრაფად აეთვისებინათ შურდულის საშუალებით ქვის სროლის ხელოვნება.საბოლოო ჯამში,რომაელების მიერ აღზრდილი მეშურდულეები იმდენად ხვეწდნენ თავიანთ ოსტატობას,რომ 200 მეტრი მანძილის მოშორებით მყოფი სამიზნის დაზიანებას ნახევარკილოგრამიანი ქვითაც კი ახერხებდნენ (გასათვალისწინებელია,რომ შურდულით ძირითადათ 200-დან 400 გრამამდე ქვებს ისროდნენ).
ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ინკების უნიკალური ცივილიზაციის წარმომადგენელთა შორის შურდულის საშუალებით ქვების ნაცვლად ოქროს “ტყვიების” სროლის უფლება გააჩნდა,თავად ინკების იმპერატორი ანუ საპა ინკა იყო.სარდლები და სხვა დიდებულები კი ამისათვის – ვერცხლის “ტყვიებს” იყენებდნენ.მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნების არმიების მიერ შურდულის მშვილდით ჩანაცვლებისა,იგი მაინც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა ბრძოლებში.უკანასკნელი შემთხვევა,როდესაც შურდულები იქნა ბრძოლებში იქნა გამოყენებული, XV საუკუნით თარიღდება. (ავტორი გენია.ჯი)
დავითი შურდულის გამოყენებით ამარცხებს გოლიათს
შურდული
შურდულით სასროლი ქვები