ნიკოლაე ჩაუშესკუ (რუმინელი სტალინი) – ნაწილი I
“ის,ვინც უარყოფს სხვის თავისუფლებას,თავად არ იმსახურებს თავისუფლებას”. – ალბათ ძნელი წარმოსადგენია,ასეთი სიტყვების ავტორი ესოდენ სავალალო შედეგებით თუ დაასრულებდა სიცოცხლეს.”რუმინელ სტალინად” წოდებული - ნიკოლაე ჩაუშესკუ დაიბადა 1918 წლის 26 იანვარს ჟუდეც ოლტის რეგიონში მდებარე სოფელ სკორნიჩესტში,გლეხის ოჯახში.მომავალი რუმინელი დიქტატორის ოჯახს ძალიან ღარიბულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება.მიუხედავად ჩაუშესკუების ოჯახის წევრთა მრავალრიცხოვნებისა (ნიკოლაეს ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა),ისინი მაინც მოკრძალებულ სამოთახისაგან შემდგარ სახლში ცხოვრობდნენ.საყურადღებოა,რომ აღნიშნულ სახლში სხვა უარმრავ კომუნალურ პრობლემასთან ერთად,არ იყო ელექტროენერგიაც. (ავტორი გენია.ჯი) ნიკოლაეს მამას – ანდრუცე ჩაუშესკუს მფლობელობაში იმყოფებოდა სამი ჰექტარი მიწის ფართობი და რამდენიმე ცხვარი.გარდა ამისა,მათი ოჯახის დამატებით შემოსავალს წარმოადგენდა ანდრუცეს პროფესიული საქმიანობა (იგი თერძი გახლდათ).მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა,ანდრუცემ შეძლო და ნიკოლაეს ადგილობრივი სოფლის სკოლაში მაინც მიაღებინა დაწყებითი განათლება.სკოლა 11 წლის ასაკში დაამთავრა და სწორედ მაშინ გააკეთა თავის დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი – “როგორც გლეხის შვილმა,საკუთარ თავზე გამოვცადე ჯერ მემამულეების ზეწოლა,ხოლო თერთმეტი წლის ასაკიდან კი კაპიტალისტური ექსპლუატაცია”.ამავე ასაკში მყოფი მშობლებმა საცხოვრებლად ბუხარესტში უფროს დასთან – ნიკულინა რუსესკუსთან გადაიყვანეს.იქვე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში.პარალელურად,დაიწყო ფეხსაცმლის კერვის პროფესიის დაუფლება და ამისათვის მასწავლებლად ერთ-ერთ მეწაღეს მიებარა.დედაქალაქში ჩასული ნიკოლაეს ფინანსური შემოსავლები ძალიან მწირი იყო,რის გამოც ის იძულებული გახდა თავი წვრილმანი ქურდობებით გაეტანა. 15 წლის ასაკში მყოფმა ალექსანდრე სანდულესკუს მფლობელობაში მყოფ ფაბრიკაში,მეწაღედ დაიწყო მუშაობა.თავის მხრივ,ალექსანდრე რუმინეთის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი გახლდათ,რაც მას იმ პერიოდისათვის აიძულებდა,არალეგალურ მდგომარეობაში ეცხოვრა.სწორედ ალექსანდრესთან ასოცირდება ნიკოლაეს “მშრომელთა პარტიასთან” დაახლოება. 1933 წელს იგი კომკავშირში გაწევრიანდა,რის გამოც არაერთხელ მოხვდა რუმინეთის სხვადასხვა ციხეებში.მის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასა და ხშირ დაკავებებს,ჩაუშესკუს რეპუტაციის ზრდა დაერთო თან.დოფტანას ციხეში (მოიხსენიებდნენ,როგორც – “რუმინული ბასტილია” და გამოირჩეოდა უმძიმესი პირობებით) 2 წლიანი პატიმრობის პერიდში გაიცნო და დაუახლოვდა რუმინეთის კომპარტიის მრავალ ცნობილ ფუნქციონერს.იქვე შეისწავლა “მარქსიზმის დოქტრინა”,რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.გარდა მარქსიზმისა,მის ფსიქოლოგიაზე დიდი გავლენა იქონია იმ წამებებმა,რასაც ციხის ადმინისტრაცია ანხორციელებდა ახალგაზრდა კომუნისტის მიმართ.სწორედ წამების შედეგი გახლდათ ის,რომ ჩაუშესკუს განუვითარდა მეტყველების უნარის დარღვევა.”რუმინული ბასტილიიდან” განთავისუფლებული ნიკოლაე პარტიის დავალებით მივლინებული იქნა რუმინეთის სხვადასხვა ქალაქებში,რა დროსაც რამდენჯერმე იქნა დაკავებული.ჩაუშესკუს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას გაფაციცებით ადევნებდა თვალს მეფის საიდუმლო პოლიცია – “სიგურანცა”. (ავტორი გენია.ჯი) “სიგურინცა”-ს იმ პერიოდის დოსიედან ვგებულობთ,რომ ჩაუშესკუ – “საშიში კომუნისტი აგიტატორი” და “კომუნისტური და ანტიფაშისტური პროპაგანდის გამავრცელებელი” გახლდათ. 1936 წელს ნიკულაე კვლავ დააპატიმრეს და ორწლიანი სასჯელი შეუფარდეს.პატიმრობის დიდი ნაწილი კვლავაც “დოფტანას ციხეში” გაატარა.განთავისუფლების შემდგომ, 1939 წელს ერთ-ერთი სამხედრო აღლუმის დროს შემთხვევით გაიცნო ახალგაზრდა კომუნისტი გოგონა – ელენა პეტრესკუ,რომელიც თავის მხრივ ადგილობრივი ფერმერის ქალიშვილი გახლდათ (ისინი 1946 წელს დაქორწინდნენ). 1940 წელს საზოგადოებრივი წეს-წყობილების წინააღმდეგ შეთქმულებისათვის ნიკოლაე კვლავ დააპატიმრეს.მეორე მსოფლიო ომის პერიოდი მან “ჟილავას”,”ვაკარესტის” და “კარანსებეშის” საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა.ომის დასრულების შემდეგ რუმინეთის ახალმა ხელისუფლებამ გეზი საბჭოთა კავშირისაკენ აიღო და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება,ყოფილი მეწაღის თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა: ასრულებდა რუმინეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ფუნქციებს; მიუხედავად იმისა,რომ არასოდეს უმსახურია ჯარში – მიენიჭა ბრიგადის გენერლის ჩინი; არჩეული იქნა რუმინეთის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად; დაიკავა სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელი და ასე შემდეგ.
1965 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ქვეყნის ხელმძღვანელი – გეორგე გეორგიუ-დეჟა,რამაც რუმინეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის სასტიკი ბრძოლა გამოიწვია.აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვება ჩაუშესკუმ მოიპოვა და 1961 წლის 22 მარტს, 47 წლის ასაკში მყოფი ნიკოლაე არჩეული იქნა რუმინეთის ფაქტობრივ ხელმძღვანელად.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჩაუშესკუს მმართველობის პირველი წლები ერთობ ლიბერალური შიდა პოლიტიკით იყო გამორჩეული: სიტყვისა და პრესის თავისუფლება გაცილებით მაღალ დონეზე იდგა,ვიდრე სხვა სოციალისტურ ქვეყნებში; მოსახლეობას გააჩნდხა საშუალება გაცნობოდა არა მარტო ადგილობრივ პრესას,არამედ უცხოურსაც; არ იყო შეზღუდული ქვეყნიდან არც გასვლა და არც შემოსვლა; ებრაელებს უფლება მიეცათ თავიანთ ისრაელში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაბრუნებულიყვნენ; გარდა კომუნისტური პარტიისა,არსებობდა სხვა პოლიტიკური პარტიებიც; გადაიხედა დისიდენტების მიმართ წარმოებული პოლიტიკა და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა როგორც პოლიტოლოგები ირწმუნებიან,აღნიშნული პოლიტიკური კურსი თავიდან აღებული ჰქონდა დეჟას და ჩაუშესკუ მხოლოდ მის გამგრძელებლად მოგვევლინა. 1965 წლის აგვისტოში,ჩაუშესკუს უშუალო წინადადებით – რიმუნეთის სახალხო რესპუბლიკას – რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა. 1967 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებვლო ცვლილებების შედეგად კი მთელი ძალაუფლება ნიკოლაეს ხელში გადავიდა…
განუზომელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ჩაუშესკუს საბოლოო ჯამში “დათვური სამსახური” გაუწია.მან სახელისუფლებო ვერტიკალი თავისი ოჯახის წევრებით,უახლოესი ნატესავებითა და მეგობრებით დააკომპლექტა.გარდა ამისა,აქტიურ პოლიტიკაში იყო ჩაბმული ქვეყნის რიგით მეორე პერსონა – ელენა ჩაუშესკუ,რომელსაც ეპითეტებად – “პარტიის ჩირაღდანი” და “ერის დედა” უწოდეს.იგი დიდწილად განსაზღვრავდა ქვეყნის როგორც შიდა პოლიტიკას,ასევე საგარეო რაკურსებსაც.ჩაუშესკუების ამორალური ვაჟი – ნიკუ,რომელიც პირწავარდნილი ალკოჰოლიკი იყო – სიბიუს რეგიონის მმართველად დაინიშნა.შესაბამისად,ჩაუშესკუს რეჟიმისათვის ყველაზე დამახასიეთებელ მოვლენად ნეპოტიზმი იქცა (სახელმწიფო სამსახურებში ჩაუშესკუს 40 ნათესავი იქნა დასაქმებული). 1970-იან წლებში ნიკოლაემ საბოოოდ თქვა უარი ლიბერალურ საშინაო პოლიტიკაზე და მეტად ხისტი და ძალმომრეობითი ქმედებებით დაიწყო ქვეყნის მართვა.გაძლიერებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ რუმინელი მოქალაქეების კონტროლი.მათ ბაზაზე კი ჩამოყალიბებული იქნა თავისი სისასტიკით ცნობილი ორგანო – “სეკურიტატე”.მმართველობის სტილს ჩაუშესკუ ამა თუ იმ კონუნისტურ ქვეყნებში მიღებული გამოცდილებიდან იღებდა.განსაკუთრებით მოსწონდა ჩრდილოეთ კორეაში დამკვიდრებული მმართველობის ფორმა,რომელსაც იგი 1971 წელს ამავე ქვეყანაში ვიზიტის დროს გაეცნო.შესაბამისად,რუმინეთში ჩამოყალიბებული იქნა – “ჩაუშესკუს რეჟიმი”.გამოაქვეყნა ყველა რუმინელისათვის სავალდებულო 17 პუნქტიანი თეზისი,რამაც მისი პიროვნების კულტი წარმოშვა.
იგი უმკაცრესად გმობდა – აბორტებს (აიკრძალა 1966 წელს) და განქორწინებებს.ცდილობდა მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას,რის გამოც მრავალშვილიან ოჯახებს სოციალური დახმარება დაუნიშნა (10 შვილის დედას – “დედა-გმირის” წოდება ენიჭებოდა).აიკრძალა ქალებისათვის კონტრაცეპტივების მიყიდვა.მისივე ინიციატივით განქორწინება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნა დაშვებული.საინტერესოა,რომ ნიკულაე რუმინელებს ძველი რომაელების შთამომავლებად მიიჩნევდა,ხოლო რუმინულ ენას თანამედროვე ენატა შორის ლათინურ ენასთან ყველაზე ახლოს მდგომ ენად განიხილავდა.აღნიშნული თეზისების დასადასტურებლად მისივე ინიციატივით რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიაში ჩამოყალიბებული იქნა მეცნიერებისაგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი.იმისათვის,რომ რუმინეთს დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა,გადაწყვიტა აგრარული და ინდუსტრიული დარგების განვითარება.სტალინისმა ჩაუშესკუმ სტალინისვე სტილში დაიწყო ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ძალიან დიდ შედეგებსაც მიაღწია.სტალინისადმი მისი დამოკიდებულება კი,ავტომატურად,საბჭოთა გენსეკთან – ხრუშჩოვთან დაპირისპირებას მოასწავებდა… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მეტად საინტერესო მასალას,თუ რამ გამოიწვია ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელისუფლებიდან ჩამოგდება და შემდგომ მეუღლესთან ერთად დახვრეტა,უახლოეს პოსტებში შემოგთავაზებთ. (ავტორი გენია.ჯი)
სახლი,სადაც ნიკულაე ჩაუშესკუ დაიბადა
15 წლის ასაკში მყოფი ნიკულაე (პირველი დაკავების დროს გადაღებული ფოტო)
ელენა ჩაუშესკუ
ნიკუ ჩაუშესკუ
ნიკულაე,ელენა და ნიკუ ჩაუშესკუები
ნიკოლაე ჩაუშესკუ ხელში იღებს ძალაუფლებას