უოლტერ ელიას დისნეი – “ეპიზოდი”
“მულტიპიკაციის ღმერთად” წოდებულ გენიალურ ამერიკელ მხატვარ-მულტიპიკატორს,ბიზნეს-მაგნატს,კინორეჟისორსა და ფილანტროპს - უოლტერ ელიას დისნეის (1901-1966 წლები),ერთ დღეს დისნეის ანიმაციური ფილმებით აღრთოვანებულმა ბავშვმა ჰკითხა:
- ეს თქვენ ხატავთ მიკი-მაუსს?
- უნდა გამოგიტყდეთ,ჩემო პატარა მეგობარო,რომ მე არ ვხატავ.
- ესე იგი გამოდის,რომ თქვენ იგონებთ მათში გადმოცემულ ხუმრობებს?!
- არც ამას ვაკეთებ!
დისნეის პასუხებისაგან გაოცებულმა ბიჭუნამ თავისი ცნობისმოყვარეობა რომ ვერ დაიკმაყოფილა,უოლტერს კვლავ ჰკითხა:
- მაშ თქვენ რას აკეთებთ,მისტერ დისნეი?
- მე წარმოვადგენ ფუტკრის მაგვარ არსებას,რომელიც ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდება და ნექტარს აგროვებს.დავდივარ სტუდიიდან სტუდიაში და ვხელმძღვანელობ მუშაობის თითოეულ პროცესს.დარწმუნებული ვარ,რომ სწორედ ეს გახლავთ ის საქმე,რაც მე აუცილებლად უნდა ვაკეთო!” (ავტორი გენია.ჯი)