მარგარინის წარმოშობის ისტორია…

მარგარინი – წარმოადგენს კარაქის მსგავს საკვებ ცხიმეულს,რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის მოდიფიცირებული ცხოველური ცხიმისა და მცენარეული ზეთის ერთმანეთში შერევის შედეგად.სახელწოდება  - მარგარინი,ხმარებაში 1813 წლიდან შემოვიდა.სწორედ ამ წელს აღმოაჩინა გამოჩენილმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ორგანული ქიმიის სამეცნიერო ანალიზის მეთოდის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიშელ ეჟენ შევრიოლმა (1786-1889 წლები) – “მარგარინის მჟავა”.თავად სიტყვა – მარგარინი,ბერძნული წარმომავლობის მქონეა და – მარგალიტს აღნიშნავს.თუმცა,საყურადღებოა,რომ მარგარინის მჟავას თანამედროვე მარგარინთან საერთო არაფერი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მარგარინის მჟავის აღმოჩენიდან 50 წლის გასვლის შემდგომ,საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ უხვი ჯილდო აღუთქვა მას,ვინც საიმპერატორო არმიის ჯარისკაცების რაციონში მყოფი კარაქის საპირწონე პროდუქტს გამოიგონებდა.გარდა ამისა,იმპერატორისვე მოთხოვნით,ახალი პროდუქტით სარგებლობა უნდა შეძლებოდა არა მარტო ფრანგ ჯარისკაცებს,არამედ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებსაც.მალევე,ფრანგმა ქიმიკოსმა და გამომგონებელმა – იპოლიტ მეჟე-მურიემ (1817-1880 წლები) წარმოადგინა პროდუქტი,სახელწოდებით – “ოლეომარგარინი”,რომელსაც შემდგომ სახელი შეუმოკლეს და – მარგარინი უწოდეს.მეჟე-მურიეს გამოგონებულმა ახალმა პროდუქტმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ იგი უმალვე მიიღეს საფრანგეთის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცების საკვები რაციონის შემადგენლობაში. XIX საუკუნის დასარულს მარგარინით დაინტერესება გამოხატეს ამერიკელმა ბიზნესმენებმა და იგი ამერიკულ ბაზარზეც შეიტანეს.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ – მარგარინზე პატენტი არა მისმა შემქმნელმა და გამომგობელმა – იპოლიტ მეჟე-მურიემ,არამედ ერთ-ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა – ჰენრი ბრედლიმ აიღო,რომელმაც თავის მხრივ იგი 1871 წლის 3 იანვარს დააპატენტა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამერიკულ ბაზარზე მარგარინის წარმატებულად გაყიდვისა,რიგი შტატების ადმინისტრაციებმა მათ გაყიდვაზე მაინც გარკვეული ლიმიტი დააწესეს (რომელთა ნაწილი დღემდე მოქმედებს).ამის მიზეზი კი გახლდათ ნატურალური რძის მწარმოებელი კომპანიები,რომელთა პროდუქტსაც ალტერნატიული პროდუქტის – მარგარინის ბაზარზე გამოჩენით დიდი ფინანსური ზარალი მიადგა.

მარგარინის გაყიდვებმა განსაკუთრებულ წარმატებას – პირველი მსოფლიო ომის წარმოებისას მიაღწია.ომმა მსოფლიო ბაზარზე ნატურალური რძის პროდუქტების,მათ შორის კარაქის გაძვირება გამოიწვია.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ კარაქი სხვადასხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებმა მარგარინით ჩაანაცვლა.მეჟე-მურიეს მიერ გამოგონებული პროდუქტის წარმატება აშშ-ი განვითარებულმა “დიდმა დეპრესიის” პერიოდმაც განაპირობა.,რადგან იგი გაცილებით იაფი ღირდა,ვიდრე კარაქი.მას შემდეგ მარგარინი ადამიანისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებ პროდუქტად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)

იპოლიტ მეჟე-მურიე (მარგარინის გამომგონებელი)

მიშელ დე შევრიოლი (“მარგარინის მჟავას” გამომგონებელი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>