“დამარტყი,ოღონდ შეისმინე!”

თერმოპილეს ლეგენდად ქცეული ბრძოლის შემდეგ,სახელგანთქმული ათენელი მხედართმთავარი და ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი – თემისტოკლე (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები),ვარაუდობდა,რომ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ (რომლებმაც თავის მხრივ გაძარცვეს და გააცამტვერეს მოსახლეობისაგან დაცლილი ათენი) უმჯობესი იყო ზღვაზე ებრძოლათ,ვიდრე ხმელეთზე.სწორედ ამიტომ სურდა მას მტრის – სალამინის ვიწრო სრუტეში შემოტყუება,სადაც სპარსელთა უზარმაზარ ფლოტილიას გაშლისა და მანევრირების საშუალება ძალიან ეზღუდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის გონიერმა თემისტოკლემ საკმაოდ ჭკვიანურ ხერხს მიმართა: მან სპარსთა მეფესთან – ქსერქსე I-თან თავისი უერთგულესი პირი გაგზავნა და აცნობა,რომ ბერძნები თითქოსდა სალამინიდან გაქცევას ესწრაფვოდნენ.შესაბამისად,მან ქსერქსეს ურჩია შეტევა უმალვე დაეწყო,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაფანტული მოწინააღმდეგის დევნა დიდხანს მოუწევდა და ომიც დიდხანს გაგრძელდებოდა.სპარს მონარქს “მოღალატე” ბერძენის რჩევა ჭკუაში ჩაუჯდა და დაძრა კიდეც თავისი ფლოტი.ამ დროისათვის გაერთანებული ბერძნების 300 ხომალდი (მათ შორის 180 ათენელების; 40 კორინთოელების; 30 ეგინელების; 20 მეგარელების; 16 სპარტელების და ასე შემდეგ) სრულიად მზად იყო გადამწყვეტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,სალამინის ვიწრო სრუტეს ბერძენთათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.ბრძოლის სამზადისში ჩაბმულ ათენელებს მოკავშირე სპარტელებმა კატეგორიულად მოთხოვეს გაერთანებული ბერძნული ფლოტილიისათვის არა თემისტოკლეს,არამედ სპარტელ მხედართმთავარს – ევრიბიადისს ესარდლა.ათენელები სპარტელების ულტიმატუმს არ თანხმდებოდნენ.თუმცა,თემისტოკლემ,იმისათვის რომ ამ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ მოკავშირეებში განხეთქილება თავიდან აეცილებინა,შეთავაზებულ ულტიმატუმზე თანხმობა განაცხადა.

ძვ.წ.აღ-ით 480 წლის 28 სექტემბრის გამთენიისას სალამინის სრუტეში სპარსული ფლოტილიის ასეულობით ხომალდი შევიდა.ევრიბიდიასმა იხილა-რა მათი რიცხოვნება (500-დან 800 ხომალდამდე),გადაწყვიტა თავისი ფლოტი ჩრდილოეთით გადაეყვანა.სარდლის ასეთმა გადაწყვეტილებამ თემისტოკლე სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.იგი თავგამოდებით ცდილობდა ევრიბიდიასისათვის აეხსნა ის,რომ მათი პოზიციები გაცილებით მომგებიანი იყო,ვიდრე მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისა.ყურადღება გაუმახვილა იმაზეც,რომ სპარსული ხომალდები ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,რაც მათ შესანიშნავ სამიზნედ აქცევდა ტარანების განსახორციელებლად.გარდა ამისა,მიუთითა ისიც,რომ დიდი ზომის სპარსული ხომალდების წინაშე დაბრკოლებად აღიმართებოდა მათივე ხომალდების ქვეშ განთავსებული კლდეები და რიფები.მიუხედავად ამისა,ევრიბიდიოსი აზრს მაინც არ იცვლიდა.მას იმდენად მოაბეზრა თავი თემისტოკლეს რჩევებმა,რომ აღშფოთებულმა შესძახა:

- კარგად უნდა უწყოდეთ,რომ საზოგადოებრივ თამაშობებზე სჯიან მათ,ვინც ბრძანების გარეშე წამოდგება.

- თუმცა არც იმათ ადგამენ გვირგვინს,ვინც უკან ჩამორჩება! – შეეპასუხა თემისტოკლე.

განრისხებული ევრიბიდოისი თემისტოკლესკენ ხელის დასარტყმელად გაიწია,რა დროსაც დიდმა ბერძენმა მხედართმთავარმა გულმხურვალედ შესძახა: “დამარტყი,ოღონდ შეისმინე!”

ამ საოცარმა სიტყვებმა,სპარტელ მხედართმთავარზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ იგი თემისტოკლეს სტრატეგიას დათანხმდა და არც უნანია,რადგან ბერძნულმა ფლოტილიამ სასტიკად დაამარცხა ქსერქსეს უზარმაზარი ფლოტი და აიძულა. (ავტორი გენია.ჯი)

თემისტოკლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>