ადოლფ ჰიტლერის “ამაზრზენი სიყვარულის” ისტორია…
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ომის წამომწყები და მიზანთროპი – ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები),სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ დიდ ინტერესს იმთავითვე იჩენდა.როგორც ცნობილია,მას “პირველი სიყვარული” 1926 წელს ეწვია.თავდაპირველად, 16 წლის მარია რაიტერს გერმანიის მომავალი ფიურერი ცოლობასა და იდეალური ოჯახის შექმნას ჰპირდებოდა,თუმცა,საბოლოოდ,მისგან დისტანცირება არჩია და მიატოვა.მოგვიანებით,ჰიტლერის და – პაულა ირწმუნებოდა,რომ სწორედ მარია გახლდათ ის ერთადერთი ადამიანი ჰიტლერის განვლილ ცხოვრებაში,რომელსაც ძალუძდა ფიურერის ხასიათის ცვლილებისათვის მიეღწია და მისთვის ადამიანური სახე შეენარჩუნება. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიას შემორჩა ადოლფის თითქმის ყველა “საყვარელ ქალზე” ინფორმაციები.მათმა ნაწილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (რენატა მიულერი),ნაწილმა თვითმკვლელობითვე სცადა სიცოცხლის დასრულება (ევა ბრაუნი,იუნიტა მიტფორდი),ხოლო ნაწილი კი გაურკვეველი გარემოებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ (ინგა ლეი).თავისი ამორალური თვისებებით ცნობილი ჰიტლერის საყვარელთა ნუსხაში,მისივე მეგობრის ერნსტ ჰანშტენგლის უფროსი და – ერნა ჰანფშტენგლიც ირიცხებოდა.მეგობრის დასთან რომ ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბება ამაზრზენი მოვლენაა ყველასათვის ცხადია,თუმცა იმ კაცისაგან,რომელსაც “სასიყვარულო რომანი” გააჩნდა საკუთარ დისშვილთან,გასაკვირი არაფერი იქნება.
ანგელიკა მარია რაუბალი (1908-1931 წლები) წარმოადგენდა ადოლფ ჰიტლერის უფროსი ღვიძლი დის – ანგელა ფრანცისკა იოანა ჰიტლერის ქალიშვილს. 1928 წელს იგი ადოლფმა საცხოვრებლად მიუნხენში გადაიყვანა და დაიწყო კიდეც მათ შორის – “ამაზრზენი სიყვარულის” ისტორია.მომავალმა ფიურერმა დისშვილს ბინა ტიერშტრასეზე,მისივე სახლის სიახლოვეს დაუქირავა. 1929 წლიდან ანგელიკა საცხოვრებლად ჰიტლერის აპარტამენტებში გადავიდა.გერმანელი ისტორიკოსისა და ჰიტლერის მეგობრის – ერნსტ ჰანფშტენგლის ცნობების თანახმად (ეს ის ერნსტია,რომლის დასთანაც გააბა რომანი ჰიტლერმა),რაუბალი დიდი გონიერებით ვერ დაიკვეხნიდა და ისე იქცეოდა,თითქოს მოსამსახურე ყოფილიყო.იმავე პერიოდში რაუბალმა საიდუმლო რომანი გააბა ჰიტლერის პირად მძღოლთან – ემილ მორისთან.გარდა ამისა,დაკავებული იყო სხვა მამაკაცებთან გაჩაღებული ინტრიგებითაც. 19 წლით უმცროს დისშვილთან რომანი ჰიტლერს 1925 წლიდან ჰქონდა დაწყებული და იგი მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1930 წლისათვის რაუბალისათვის ცნობილი გახდა,რომ ბიძამისი ევა ბრაუნს ხვდებოდა,რამაც მათ შორის საკმაოდ მწვავე კამათი წარმოშვა.სწორედ ამ დავის შემდეგ გადაწყვიტა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.ოფიციალური ვერსიის თანახმად,ანგელიკამ სუიციდის აქტი 1931 წლის 18 სექტემბერს ჰიტლერის მიუნხენის ბინაში ჩაიდინა (სხვა ვერსიის თანახმად ჰიტლერის მოწინააღმდეგეებმა მოკლეს).
მამა ბერნარდმა,რომელიც ანგელიკას მოძღვარი იყო და რომელმაც გარდაცვლილ რაუბალს წესი აუგო უკანასკნელ გზაზე,შემდეგი რამ განაცხადა: “ვერასოდეს დავიჯერებ,რომ ამ გოგონამ თავი მოიკლა.მე ძალიან კარგად ვიცნობდი მას…” – რამდენიმე ხანში მამა ბერნარდი მოკლული იქნა.
როგორც ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის წევრები ირწმუნებოდნენ,რაუბალის სიკვდილმა მასზე საშინელი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია.გოფმანის ცნობით,ჰიტლერის მძღოლი იძულებულიც კი გახდა მისთვის იარაღი წაერთვა,რათა თავადაც არ მოესწრაფა სიცოცხლე.ანგელიკას სუიციდის შემდგომ,”ამაზრზენი სიყვარულის” თანაავტორმა და შემოქმედმა” ოთხი დღე და ღამე მეგობრების სახლში გაატარა.ამ ხნის მანძილზე მას არც არც საჭმელი უჭამია,არც წყალი დაულევია და არც დაულაპარაკია.იმასაც ამობებენ,რომ სწორედ ამ მოვლენიდან მიღებული დეპრესიის შემდეგ გახდა ჰიტლერი – ვეგეტარიანელი.
2000 წლამდე რაუბალის შესახებ ინფორმაციები პრაქტიკულად არ არსებობდა.ერთ-ერთი გაზეთი იმასაც ირწმუნებოდა,რომ ანგელიკა თავად ჰიტლერმა მოკლა და ამის თვითმხილველი მისივე პირადი მძღოლი – ემილ მორისი იყო,რომელმაც თავის მხრივ “დიდსულოვნად” დაუთმო ყოფილი საყვარელი ქალი ჰიტლერს.ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,აღნიშნულ საკითხზე ყოველგვარი პოლემიკა შეწყდა.თუმცა,მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე აღნიშნული ინციდენტით მრავალი მკვლევარი დაინტერესდა.რაუბალის საფლავი,რომელიც 1945 წლამდე არავის დაინტერესებას არ იწვევდა,დიდი ინტერესის ობიექტად იქცა. 1946 წელს რაუბალის ნეშთს ეგსგუმაცია ჩაუტარდა,რის შემდეგაც იგი იმავე სასაფლაოზე,თუმცა სხვა განყოფილებაში იქნა დაკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)
ერნსტ ჰანფშტენგელი
ემილ მორისი
ადოლფ ჰიტლერი და ერნა ჰანფშტენგელი