დიალა – (სიკვდილით დასჯილი მდინარე)
მდინარე დიალა – წარმოადგენს მდინარე ტიგროსის მარცხენა შენაკადს და მიედინება თანამედროვე ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე.მისი საერთო სიგრძე 443 კილომეტრია,ხოლო აუზის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ კილომეტრს უტოლდება.სათავეს იღებს ზაგროსის მთათა სიტემაში,რომელიც თავის მხრივ ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთიანეთს წარმოადგენს.აღნიშნულ მდინარეზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში იგი წარმოადგენს იმ ერთადერთ მდინარეს,რომელსაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, და რაც კიდევ უფრო საოცარია – სიკვდილითაც დასაჯეს. (ავტორი გენია.ჯი) “ისტორიის მამად” წოდებული დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს გადმოცემის თანახმად, ძვ.წ.აღ-ით 539 წელს სპარსეთის მეფემ კიროს II დიდმა ბაბილონზე გაილაშქრა.დიალას გადალახვის დროს კიროსის უსაყვარლესი ცხენი მდინარის ჩქარმა დინებამ გაიტაცა და დაახრჩო.საყვარელი ცხოველის დახრჩობით განრისხებულმა და სასოწარკვეთილმა სპარსთა მეფემ – მდინარე დიალას პირისაგან მიწისა აღგვა გადაწყვიტა და მას სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა.ამ გასაოცარი განაჩენის აღსრულებისათვის საქმეში ჩაერთო სპარსი მებრძოლების დიდი არმადა.მათ დიალიდან 360 არხი გაიყვანეს და წყალს სხვადასხვა მიმართულებით გასვლის საშუალება მისცეს,რამაც თავის მხრივ მდინარის ცენტრალური კალაპოტის სრულიად დაშრობა გამოიწვია.კიროს II დიდმა ამ მეთოდით იძია შური თავისი წმინდა ცხოველის დახრჩობისათვის.თუმცა,საუკუნეების გასვლის შემდგომ,ის არხები,რომლებიც სპარსი მეომრების მიერ იქნა გაჭრილი,ქვიშით ამოივსო და მდინარე დიალაც პირვანდელ კალაპოტს დაუბრუნდა.შესაბამისად,იგი დღემდე პირვანდელი კალაპოტით მიედინება ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი)
მდინარე დიალა (თანამედროვე ეპოქაში)
კიროს II დიდი