ფოქს მედოქს ბრაუნი – “გამომშვიდობება ინგლისთან”
“გამომშვიდობება ინგლისთან” – წარმოადგენს დიდი ინგლისელი მხატვრის,პოეტისა და პრერაფაელისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ფოქს მედოქს ბრაუნის (1821-1893 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტონდოს (მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი).სურათის სიმაღლე 82,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 75 სანტიმეტრი.აღნიშნულ ტონდოზე მუშაობა მხატვარმა 1852 წელს დაიწყო და 1855 წელს დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული სიუჟეტის შექმნა მხატვარს შთააგონა მისივე უახლოესი მეგობრის – ტომას ვულნერის ინგლისიდან ავსტრალიაში ემიგრირებამ.როგორც ცნობილია, 1850-იან წლებში ინგლისში შექმნილმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ უამრავი ადგილობრივის ემიგრირება გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.იმ პერიოდის სტატისტიკური მონაცემების თანახმად,ზემოაღნიშნული მოვლენის გამო ინგლისიდან ემიგრაციაში ყოველწლიურად დაახლოებით 350 000 ადამიანი მიდიოდა.მატერიალური პრობლემების გამო ინდოეთში ოჯახთან ერთად ემიგრირებას აპირებდა თავად ბრაუნიც,რომელიც აღნიშნულ პერიოდში თავის მდგომარეობას – “ძალიან რთულ და ცოტა გიჟურ” მდგომარეობას უწოდებდა.
სურათის შესაქმნელად ინგლისელმა მხატვარმა ცოტა არ იყოს უცნაურ ფორმას მიმართა,რადგან ტონდოს ხელოვნებას ძირითადად რენესანსის ეპოქის სახვითი ხელოვნების იტალიელი დიდოდსტატები გამოიყენებდნენ.სურათზე აღბეჭდილია ხელჩაკიდებული ცოლ-ქმრის წყვილი (თავად მხატვარი და მისი რიგით მეორე მეუღლე – ემა),რომელთა უკანა ფონზე კარგად ჩანს დაუერის თეთრი კლდეები (პა-დე-კალეს სრუტესთან მდებარე კლიფები – დიდი ბრიტანეთის სანაპირო).გარდა ამისა,სურათის სიუჟეტში ასახულია გემზე მყოფი მგზავრების გამოსახულებები და ვაშლით ხელში მყოფი პატარა გოგონა,რომელიც ბრაუნის ქალიშვილი – კეტრინია. (ავტორი გენია.ჯი) თუ კარგად დავაკვირდებით სურათს შევნიშნავთ,რომ ,ქალს მეორე ხელი მანტიაში შეხვეული ბავშვისათვის აქვს ჩაკიდებული (ბრაუნის ვაჟი ოლივერი).სიუჟეტიდან ირკვევა,რომ საშუალო კლასის სამოსით შემოსილ ბრაუნების ოჯახს წინ ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა უდევთ.ისინი იმავე მიზეზით ტოვებენ სამშობლოს,რა მიზეზითაც ათასობით ინგლისელმა დატოვა იგი.სურათი მანხველში იმთავითვე აღძრავს სამშობლოს დატოვებისაგან გამოწვეულ სევდასა და მწუხარებას.
ფოქს მედოქს ბრაუნის მიერ დახატული ტონდო – “გამომშვიდოდბება ინგლისთან”,ფართო აუდიტორიისათვის პირველად წარმოდგენილი იქნა 1855 წელს და მან უმალვე მოიპოვა წარმატება.სურათი გაყიდული იქნა საკმაოდ სოლიდურ ფასად,რამაც მხატვარს საშუალება მისცა მატერიალური პრობლემები მოეგვარებინა, და შესაბამისად,ემიგრაციაში წასვლისაგანაც თავი შეეკავებინა. 1859 წლის მარტის თვეში ბრაუნის სურათი 325 გინეად შეისყიდა ბენჯამინ ვინდოს ერნესტ გამბარუმ.დღესდღეობით კი იგი დაცულია ბირმინჰემის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)
ფოქს მედოქს ბრაუნი