ფაშისტურ რეჟიმთან მოთანამშრომლე ცნობილი კომპანიები…
გერმანელი ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობა დაიწყო არა მარტო ისეთმა სახელგანთქმულმა გერმანულმა კომპანიებმა,როგორებიც არიან – Allianz (გერმანული სადაზღვევო კომპანია), Hugo Boss (ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია,რომლის მიერ დამზადებული ტანისამოსითაც იყო შემოსილი გერმანული არმია) და BMW (გერმანული საავტომობილო კომპანია,რომელმაც აღაიარა,რომ თავის ქარხნებში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს იძულებით ამუშავებდა 30 000-ს კონცლაგერიდან გადმოყვანილ სამხედრო ტყვეს),არამედ ისეთმა ცნობილმა უცხოურმა ბრენდებმაც,როგორებიცაა – Ford, Random house, Kodak, Coca-Cola, Chase Bank, Nestle, General Electric და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
ფაშისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ არა მარტო საბანკო,საავტომობილო,სადაზღვევო და ფოტოტექნიკის მწარმოებელი ფირმები,არამედ ფარმაცევტული კომპანიებიც.ალბათ ძნელი წარმოსადგენია,თუმცა ფაქტია,რომ წამყვანი გერმანული ფარმაცევტული კომპანიის Bayer-ის მიერ ციანმჟავას ბაზაზე დამზადებული პესტიციდის – “ციკლონ B”-ს მეშვეობით ახდენდნენ ფაშისტები “სიკვდილის ბანაკებში” არსებულ გაზის კამერებში ადამიანების მასობრივ განადგურებას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აღნიშნული კომპანიისა,მათთან ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ისეთი შვეიცარიული ქიმიურ-ფარმაცევტული კომპანიები,როგორებიც გახლდნენ – Ciba და Sandoz-ი,რომელთა შერწმის შედეგადაც შემდგომში ჩამოყალიბებული იქნა დღეისათვის ერთ-ერთი სახელგანთქმული ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია – Novartis-ი.
1933 წელს, Ciba-ს ბერლინურმა ფილიალმა სამსახურიდან გაანთავისუფლა ებრაული ეროვნების მქონე ყველა თანამშრომელი და ისინი არიელებით ჩაანაცვლა.ანალოგიური ქმედება განახორციელა Sandoz-მაც.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აღნიშნული ფირმები ფაშისტებისათვის ამზადებდნენ არა მხოლოდ სამკურნალო პრეპარატებს,არამედ სხვადასხვა სახეობის ქიმიურ შენაერთებსაც.ფაშისტური რეჟიმის დაცემიდან ათწლეულების გასვლის შემდგომ ჩამოყალიბებულმა ტრანსნაციონალურმა ფარმაცევტულმა კორპორაციამ - Novartis-მა აღიარა რომ - Ciba და Sandoz-ი აქტიურად თანამშრომლობდა ფაშისტურ რეჟიმთან,რის გამოც შვეიცარიაში არსებულ “ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ფონდში” – 15 მილიონი ამერიკული დოლარი ჩარიცხა. (ავტორი გენია.ჯი)
Allianz
BMW
Hugo Boss
Novartis
Ciba
Sandoz
Ford
Random house
Kodak
Coca-Cola
Chase Bank
Nestle
General Electric
Bayer AG