“საავტორო უფლების” შემოღების ისტორიიდან…

“საავტორო უფლება” – წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ცნებას,რომელიც ასახავს და არეგულირებს იმ უფლებათა ერთობლიობას,რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების,ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს.ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში,ლიტერატურული პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლამ სათავე დაუდო “საავტორო უფლების” დაცვას.თუმცა იმავე ეპოქაში აღნიშნული ბრძოლა შედარებით ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ძველ ეგვიპტეში,რომელიც მიჩნეულია წიგნის სამშობლოდ და სადაც პირველად გამოჩნდა ლიტერატურული ნაწარმოებები.ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორი,იმისათვის რომ თავისი ქმნილებისათვის “უკვდავება” და პოულარობა შეეძინა,ნამდვილი ავტორის სახელით კი არ აქვეყნებდა მას,არამედ ფარაონებსა და სხვადასხვა ღმერთებს მიაწერდა მის დაწერას.ანტიკური პერიოდისვე ათენში ხელნაწერი წიგნებით ვაჭრობამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია.სწორედ ათენი იქცა იმ პირველ ქალაქად მსოფლიოში,სადაც წიგნის გამოცემის გაგება იქნა დამკვიდრებული.ძველბერძნული სიტყვა – “ევდოკის”-ი ითარგმნება,როგორც – “გამოცემა” და იგი წარმოადგენდა პროცესს,რა დროსაც ამა თუ იმ კომედიის,დრამის,ტრაგედიისა და სხვა ლიტერატურული ჟანრის ქმნილების ავტორი ორიგინალი ტექსტიდან გადაწერას თავად უწევდა კონტროლს.ტექსტის ორიგინალი ვერსიები (ეტალონები) საჯარო დაწესებულებებში ინახებოდა,როგორც პლაგიატისაგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება,ხოლო ასლები კი საჯარო გაყიდვაში ეშვებოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ პლაგიატში დადანაშაულებული პირი ათენიდან გაძევებით ისჯებოდა.

რომის იმპერიაში,მიუხედავად იმისა,რომ სამოქალაქო უფლებების დაცვის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო,არ არსებობდა კანონი,რომელიც “საავტორო უფლების” დაცვას უზრუნველყოფდა.მას შემდეგ,რაც გერმანელმა გამომგონებელმა და ევროპის პირველმა მესტამბემ – იოჰან გუტენბერგმა 1440 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი (რომელსაც სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია),დღის წესრიგში დადგა “საავტორო უფლებების” დაცვა,რადგან წიგნის საბეჭდმა ახალმა დანადგარებმა მრავალი ნაწარმოების ასლის ფართო გავრცელება გამოიწვია,რამაც ერთის მხრივ ხელმისაწვდომი გახადა ისინი აუდიტორიისათვის და მეორე მხრივ ერთობ დაუგდო ფასი მათ.ტიპოგრაფები და გამომცემლები გარკვეულ თანხებს უხდიდნენ ამა თუ იმ ავტორს თავის ნაწარმოებებში,რათა მათგან წიგნის გამოცემის უფლება მიეღოთ. (ავტორი გენია.ჯი) ამას ემატებოდა ის ხარჯებიც,რასაც წიგნების დაბეჭდვა მოითხოვდა და საბოლოო ჯამში,ერთი ტირაჟის გამოცემა საკმაოდ სოლიდური ფინანსები უჯდებოდათ.მათ მიერ გამოცემული წიგნებისაგან კი კონკურენტი გამომცემლები ასლებს ამზადებდნენ და შედარებით დაბალ ფასებში ჰყიდნენ.თავიანთი ინტერესების დაცვისათვის,გამომცემლები იძულებული ხდებოდნენ – სამეფო,სასულიერო და მუნიციპალურ ხელისუფლებებს დაკავშირებოდნენ.ისინი მათგან მოითხოვდნენ თავიანთი მონოპოლიური უფლებების დაცვას ამა თუ იმ წიგნის გამოცემაზე.მიუხედავად ამისა,”საავტორო უფლების” შესახებ საკანონმდებლო ბაზა მაინც არ მომზადებულა.

პირველი ფაქტი,რომელიც “საავტორო უფლების” სისტემის შემოღებას შეეხებოდა,დაფიქსირებული იქნა 1709 წლის 11 იანვარს – ინგლისში.სწორედ ამ დღეს მოისმინა თემთა პალატამ კანონპროექტი,რომელიც “საავტორო უფლების” დაცვას ეხებოდა. 1710 წლის 10 აპრილს კი,ინგლისის თემთა პალატამ ზემოაღნიშნულ კანონპროექტს კანონის სახე მისცა და მას შემდეგი სახელწოდება მიანიჭა – “დედოფალ ანას სტატუსი”.კანონის თანახმად,გამომცემლებს უფლება ენიჭებოდათ ამა თუ იმ ავტორისაგან 14 წლის ვადით შეესყიდათ ესა თუ ის ნაწარმოები და შემდგომი 14 წლისვე განმავლობაში განუსაზღვრელი ტირაჟით გამოექვეყნებინათ ისინი. 14 წლის გასვლის შემდგომ,ნაწარმოების ავტორს უფლება ეძლეოდა თავიანთი ქმნილების გამოცემის პრივილეგია სხვა საგამომცემლო სახლისათვის მიეყიდა.კანონის დამრღვევი ისჯებოდა სოლიდური ჯარიმითა და უკანონოდ გამოცემული წიგნების კონფისკაციით.

“საავტორო უფლება”,როგორც კანონი,საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ იქნა დამკვიდრებული 1789 წელს.მას შემდგომ კი იგი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.დღესდღეობით,”საავტორო უფლების” კანონი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამოქალაქო სამართალშია დამკვიდრებული.აღნიშნული კანონის მიზანია,დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები,რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების,ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები),აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლება,დაკავშირებული შემსრულებლებთან,ფონოგრამის,ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან (მომიჯნავე უფლებები). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>