იცით თუ არა,რომ

1. აბსენტის მოყვარულმა გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა – ვინსენტ ვან გოგმა, 1890 წელს დახატა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და უკანასკნელი ტილო, სახელწოდებით – „ყვავები ჭვავის ყანაში”.ხატვისას რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა ყანის ტერიტორიაზე მფრენი უამრავი ფრინველისაგან, მათ დასაფრთხობად მხატვარმა რევოლვერი იყიდა. სწორედ აღნიშნული რევოლვერის გამოყენებით დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე ვან გოგმა.

2. გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი,ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედსა და  საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელს – ვლადიმერ ლენინს – “დიდ განდგომილად” მოიხსენიებდა.

3. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩინეთში მოქმედი ეგრეთ წოდებული “სისხლის კანონის” თანახმად,ნებისმიერი ადამიანი,რომელსაც მამა ჩინელი ჰყავდა,ავტომატურად ჩინეთის მოქალაქე ხდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

4. სინგაპურის პრემიერ-მინისტრს – ლი კუან იუს, 81 წლის ასაკში მყოფმა მაო ძედუნმა ჩინეთის ხელისუფლებაში განსახორციელებელი მომავალი ცვლილების შესახებ განუცხადა: “იმ შემთხვევაშიც კი,თუ ცა დედამიწას დაემხობა,ჩინეთში მოიძებნება ხალხი,ვინც მას საკუთარი მხრებით ზიდავს”.

5.  აშშ-ის რიგით 32-ე პრეზიდენტმა – ფრანკლინ დელანო რუზველტმა “თეირანის კონფერენციის” მიმდინარეობის დროს თავის თანაშემწეებს უთხრა: “არ ვიცი,როგორ გავარჩიო კარგი რუსი ცუდისგან.კარგ ფრანგს და კარგ იტალიელს ცუდისგან ვარჩევ.ბერძნებს რომ ვუყურებ,მაშინაც ვხვდები,რომელია კარგი,მაგრამ რუსების ვერაფერი გამიგიაო”.

6. როგორც სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან,მძიმედ ავადმყოფი დიდი ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე – ანრი მატისი,სიკვდილის წინ გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ – პაბლო პიკასომ მოინახულა.გამომშვიდობებისას იგი ავადმყოფის საწოლთან მუხლებზე დაცემულა და იმ ერთადერთი ხელოვანისათვის,რომელსაც თავის სწორად თვლიდა – ხელზე უკოცნია.

7. იოსებ სტალინი,გამოჩენილ რუს მწერალს – მაქსიმ გორკის – “ახალი ცივილიზაციის წინასწარმეტყველს” უწოდებდა.

8. საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი,პოლიტიკოსი და სტალინის დაუძინებელი მტერი – ლევ ტროცკი,საკუთარ თავს – “ჩინებულ უსარგებლოს” ეძახდა.

9. ალექსანდრე მაკედონელის საყვარელ ძაღლს,რომელსაც ლეკვობიდან ზრდიდა – პერიტა ერქვა.პერიტას სიკვდილის შემდგომ,ალექსანდრემ მისივე სახელობის ქალაქი დააარსა. – (ავტორი გენია.ჯი)

10. ლეგენდების მიხედვით – მგელი მონღოლთა საერთო წინაპრად იყო მიჩნეული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>