სოლომონ მეფის ბეჭედი
გაერთიანებული ისრაელის სამეფოს ლეგენდად ქცეული მეფის – სოლომონის (ძვ.წ.აღ-ით 1011-9 28 წლები) განუმეორებელი სიბრძნის მიუხედავად,მისი ცხოვრება მშვიდ გარემოში მაინც არ წარმართულა. (ავტორი გენია.ჯი) იყო ისეთი საკითხები,რომელსაც იგი წყობილებიდან გამოჰყავდა.დამშვიდებისა და რაციონალური აზროვნების დაბრუნების შემდგომ კი მეფე ძალიან განიცდიდა მომხდარს.ერთ დღეს სოლომონმა სამეფო სასახლის კარზე მომსახურე ბრძენს უხმო:
- დამეხმარე! ამ ცხოვრებაში ძლიან ბევრ რამეს შეუძლია ჩემი წყობილებიდან გამოყვანა,რასაც შემდგომ ძალიან მგრძნობიარედ განვიცდი.ეს კი ხელს მიშლის საქმიანობაში! – უთხრა სოლომონმა ბრძენს.
- მე ვიცი როგორ დაგეხმაროთ,მეფეო! გაიკეთეთ ეს ბეჭედი – მასზე აწერია: “ყველაფერი გაივლის”. – როდესაც სიბრაზე მოგერევათ ხოლმე,დახედეთ ბეჭედზე გაკეთებულ წარწერას და მრისხანებაც დაგიცხრებათ.სწორედ ამაში ჰპოვებთ თქვენი ვნებებისაგან თავდახსნას! – უპასუხა ბრძენმა მეფეს და ბეჭედი გაუწოდა.
სოლომონი რამდენიმე ხნის განმავლობაში ითვალისწინებდა ბრძენის რჩევას,მაგრამ ერთ დღეს,როდესაც მრისხანებაში ჩავარდნილმა ბეჭედს დახედა და ვერავითარი შვება ვერ იგრძნო,კიდევ უფრო გამოვიდა წყობილებიდან.ის იყო თითიდან ბეჭედი მოიძრო და შორს გადაგდება დაუპირა,რომ მოულოდნელად მის შიდა მხარეს გაკეთებული მეორე წარწერაც შეამჩნია.როდესაც ცნობისწადილმორეულმა წარწერას კარგად დააკვირდა,მასში შემდეგი სიტყვები ამოიკითხა: “და ესეც გაივლის”.ახალი სიბრძნით მოხიბლულ სოლომონს გულღიად გაეღიმა,მრისხანება დაიოკა,ბეჭედი კვლავ თითზე გაიკეთა და მას შემდეგ იგი თითიდან აღარც მოუცილებია. (ავტორი გენია.ჯი)