როგორ იძიეს შური რობერტ ედუარდ ლიზე?!
ამერიკის კონტინენტალური არმიის ხელმძღვანელი (გენერალი) და კვარტირმეისტერი – მონტგომერ მეიგსი (1816-1892 წლები),ყველა იმ ოფიცერს,რომლებმაც აშშ-ის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას აშშ-ის ჩრდილოეთის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადეს და კონფედერატების არმიაში ჩაირიცხნენ – მოღალატეებად და პირად მტრებად აღიქვამდა.მისი სიძულვილი ასეთი ადამიანების მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ იგი საშუალებას არ უშვებდა ხელიდან მათზე როგორმე შური ეძია.ერთ-ერთი ასეთი ოფიცერი გახლდათ – რობერტ ედუარდ ლი (1807-1870 წლები).მას შემდეგ,რაც ლი კონფედერატების არმიას შეუერთდა,ოჯახი ვირჯინიის შტატში განთავსებულ – “არლინგტონ ჰაუსში” გადაიყვანა საცხოვრებლად.აღნიშნული სახლის ეზო 1 100 აკრ მიწას მოიცავდა.როგორც კი რობერტმა აშშ-ის ჩრდილოეთის შტატების არმიის ვირჯინიასთან მიახლოება შეიტყო,მან ამის შესახებ უმალვე ცოლს შეატყობინა და ურჩია,რომ “არლინგტონ ჰაუსი” დაეტოვებინა და ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილისათვის შეეფარებინა თავი. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,კონფედერატებმა უკან დაიხიეს და ლის სახლის ტერიტორიაც მისი მოწინააღმდეგეების ხელში აღმოჩნდა.
1864 წლისათვის,ბრძოლებში დაღუპული უამრავი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასაკრძალი ადგილები პრობლემად იქცა.სწორედ მაშინ გამოვიდა წინადადებით აშშ-ის ჩრდილოეთის შტატების არმიის კვარტირმეისტერი – მონტგომერ მეიგსი,ერთ-ერთი სასაფლაო მოღალატე – რობერტ ედუარდ ლის სახლის ეზოში გაეხსნათ.არმიის ხელმძღვანელობამ მისი წინადადება დაუყონებლივ დააკმაყოფილა.ამას იმანაც შეუწყო ხელი,რომ რობერტი იმ პერიოდისათვის კონფედერატების არმიის გენერალი იყო.შესაბამისად,მოწინააღმდეგის არმიის გენერლისათვის ძალიან დიდი მორალური დარტყმა იქნებოდა საკუთარი სახლის ეზოში მისივე მტრების სასაფლაოს არსებობა.
თავდაპირველად,”არლინგტონ ჰაუსში” – 26 საფლავი მოეწყო.სამოქალაქო ომის დასასრულისათვის კი კონფედერატების გენერლის სახლის ეზოში 5 000 ჯარისკაცი განისვენებდა.ასეთი უცნაური მეთოდით იძია შური რობერტ ედუარდ ლიზე მონტგომერ მეიგსმა.
რობერტი და მისი მეუღლე – მერი კასტის ლი “არლინგტონ ჰაუსში” აღარასოდსეს დაბრუნებულან.მხოლოდ 1870 წელს ეწვია მას რობერტის ვაჟი – ჯორჯი,რომელმაც თავის მხრივ 150 000 ამერიკულ დოლარად მიჰყიდა ოფიციალურად მის საკუთრებაში არსებული “არლინგტონ ჰაუსის” მიწა ამერიკის ხელისუფლებას.ყოველივე ამის შემდგომ,”არლინგტონ ჰაუსს” ჩაუტარდა რესტავრაცია და მას მიენიჭა “ისტორიული ძეგლის” სტატუსი.დღესდღეობით,აღნიშნულ ტერიტორიას – “არლინგტონის ეროვნული სასაფლაო” ეწოდება. (ავტორი გენია.ჯი)
მონტგომერ მეიგსი
აშშ-ის ჩრდილოეთის არმიის ჯარისკაცები რობერტ ედუარდ ლის “არლინგტონ ჰაუსში”
“არლინგტონის ეროვნული სასაფლაო”