ემილ ჯოზეფ კაპაუნის შესახებ…
დიდი ამერიკელი მუსიკოსი,კომპოზიტორი და მომღერალი – ჯერედ ჯოზეფ ლეტო წერდა: “ნამდვილი გმირი ის არის,ვინც მაშინ დგება ფეხზე,როდესაც ამის შესაძლებლობა არა აქვსო”.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ამერიკელი კათოლიკე სასულიერო პირისა და კაპელანის – ემილ ჯოზეფ კაპაუნის ისტორიას,რომელიც ჯერედ ლეტოს შესანიშნავი სიტყვების მართებულობაში სრულად გვარწმუნებს.
ემილ ჯოზეფ კაპაუნი (1916-1951 წლები) სენტ-ლუისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდგომ ღვთისმსახურებას მშობლიურ ქალაქ პილზენში მდებარე – “წმინდა იან ნეპომუცკის” ტაძარში შეუდგა. 1944 წელს ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში წავიდა. 1946 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი. 1950 წლის ივნსისის მიწურულს პირველი კავალერიის დივიზიასთან ერთად გადაყვანილი იქნა კორეაში,რათა მონაწილეობა მიეღო გაეროს სამშვიდობო ძალების მიერ წარმოებულ ოპერაციებში.იმ პოლკმა,რომელშიც კაპაუნი ირიცხებოდა,კორეის ომის მიმდინარეობის ფარგლებში – პუსანის პერიმეტრზე გამართა ბრძოლა. (ავტორი გენია.ჯი) მაქსიმილიან კოლბესა (შემდგომში ისიც სასულიერო პირი გახდა) და სხვა თვითმხილველთა გადმოცემების თანახმად,ემილმა აღნიშნულ ბრძოლებში გასაოცარი სიმამაცე და კაცთმოყვარეობა გამოავლინა: მასობრივად ეხმარებოდა დაჭრილებს და ისინი უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავდა,მომაკვდავებს კი მიუხედავად საშინელი ტყვიების სეტყვისა,სრული ქრისტიანული წესის დაცვით ბრძოლის ველზევე უგებდა წესს.აღნიშნული ქმედებებისათვის იგი დაჯილდოებული იქნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების “ბრინჯაოს მედლით”.
იმავე წლის 2 ნოებმბერს,უსანის რაიონში განთავსებული კაპაუნის პოლკს მოულოდნელად თავს დაესხა მოწინააღმდეგის მხარეზე მებრძოლი ჩინელი მოხალისეები და დიდი დარტყმაც მიაყენა მას.მიუხედავად იმისა,რომ შეეძლო პოზიციების დატოვება და ევაკუაცია,მძიმედ დაჭრილი თანამებრძოლების დატოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა და ისიც მათთან ერთად დარჩა.კაპაუნი ტყვედ აიყვანეს,რის შემდეგაც პიოკტონში განთავსებულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს.ბანაკში ყოფნისას ასრულებდა ყველაზე მძიმე და ბინძურ სამუშაოებს.მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა,ემილი მაინც ბრწყინვალედ ახერხებდა ბანაკში მყოფი ამერიკელი ტყვეების სულიერების გაძლიერებაზე ზრუნვას.იგი მათთვის ნამდვილ სასწაულს წარმოადგენდა.იმისათვის,რომ დამშეული ტყვეები გამოეკვება,საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბანაკის ადმინისტრაციას პარავდა პურსა და სხვა საკვებ პროდუქტებს. 1950 წელს ბანაკში შეყვანილი იქნა მორიგი ამერიკელი სამხედრო ტყვეთა ჯგუფი.მათ შორის ერთ-ერთი ჯარისკაცი – ჰერბერტ მილერი მძიმედ იყო დაჭრილი. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად დაჭრილისაკენ იარაღი სასროლად შემართა ჩინელმა სამხედრომ და ის იყო სასხლეტზე თითი უნდა გამოეკრა,რომ მასთან სრულიად მშვიდი გამომეტყველებით მივიდა კაპაუნი,თვალებში ჩახედა მას,შემდგომ მხრებზე მოიგდო მომაკვდავი და თავისი ბარაკისაკენ წაიყვანა.ემილის გასაოცარი სიმამაცით გაოგნებულმა ჩინელმა ჯარისკაცმა მისთვის სროლა ვერ გაბედა.
მიუხედავად იმისა,რომ ბანაკის ადმინისტრაციას ემილის ქმედებები ძალიან აღიზიანებდა და მისი მოცილების გეგმასაც ადგენდა,დასახულის განხორციელება მაინც ვერ გაბედა,რადგან ამ შემთხვევაში ტყვეებისაგან ბუნტი გარდაუვალი მოვლენა გახდებოდა.ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედმა უმძიმესმა პირობებმა თავისი მაინც გაიტანა. 35 წლის ასაკში მყოფ ემილს ფეხზე ტრომბი განუვითარდა.გარდა ამისა კალორიების სიმცირის გამო ბერი-ბერის დაავადებაც შეეყარა.მალევე,ისედაც ჯანმრთელობაშერყეულ კაპაუნის დიარეა და პნევმონიაც განუვითარდა.ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში უმამაცეს ამერიკელ სასულიერო პირს არავითარი დახმარება არ აღმოუჩინეს,რამაც იმსხვერპლა კიდეც იგი.ტყვეობიდან ოთხი თვის გასვლის შემდგომ,ამერიკელი სამხედრო ტყვეების ერთ-ერთი უმთავრესი იმედი და მათთვის სიცოცხლის წყურვილის აღმძვრელი (1951 წლის 23 მაისს) – ემილ ჯოზეფ კაპაუნი გარდაიცვალა.იგი დაკრძალული იქნა,ბანაკთან ახლოს განთავსებულ მასობრივ სამარხში. (ავტორი გენია.ჯი)
ემილ ჯოზეფ კაპაუნი