ჰელიოგაბალუსი – “ეპიზოდი”
რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და გარყვნილი თვისებებით გამორჩეული იმპერატორი სევერუსების დინასტიიდან – ჰელიოგაბალუსი (204-222 წლები),რომელიც ერთობ ამაყობდა იმით,რომ არც ერთ რომაელ ქალს არ გააჩნდა იმდენი საყვარელი მამაკაცი,რამდენიც მას,”ყვავილების მეფის” – ვარდების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდა.მისმა ვარდებისადმი სიყვარულმა რომის იმპერიაში ამ ულამაზესი ყვავილის ბარბაროსული და მასობრივი განადგურება გამოიწვია,რის გამოც შეშლილი იმპერატორისათვის ვარდები სპეციალურად ჩამოჰქონდათ გემებით კართაგენიდან და ალექსანდრიიდან. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ ჰელიოგაბალუსი,ისევე როგორც რომაელი პროკონსული – ვერესუსი (იგი სახელოვანმა მარკუს ტულიუს ციცერონმა გამყიდველობაში დაადანაშაულა),ნორჩი ვარდების ფოთლებით სავსე მატრასზე იძინებდა.გარდა ამისა,საიმპერატორო სასახლეში არსებული თითოეული ნივთი ვარდებით იყო შემკული.ვარდის ფოთლებითვე იყო მოფენილი საიმპერატორო სასახლის იატაკი.ჰელიობალუსის მიერ გამართულ ერთ-ერთ ნადიმზე,რომელიც მან წარჩინებული რომაელების საპატივცემულოდ გამართა,ჭერიდან უზარმაზარი რაოდენობის ვარდის ფურცლებისაგან რამდენიმე დიდგვაროვანიც კი გაიგუდა.აღნიშნულმა ტრაგედიამ კი,მას ერთობ დიდი სიამოვნება მიანიჭა.რომის იმპერატორი წყალს,როგორც საბანაო საშუალებას არასოდეს გამოიყენებდა.მისი აბაზანები მუდმივად სავსე იყო ვარდებისაგან დამზადებული ღვინით.მას შემდეგ,რაც ჰელიოგაბალუსი ვარდის ღვინის აბაზანებს მიიღებდა,მისი მონები ვალდებულები იყვნენ შეშლილი იმპერატორის ნაბანავები აბაზანიდან ვარდის ღვინო დაელიათ.მოგვიანებით,გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც რომში არსებული თითოეული საზოგადოებრივი აბანოების წყლები ვარდის ფოთლებით უნდა ყოფილიყო მოფენილი.რომის შიზოიდი იმპერატორი – ჰელიოგაბალუსი, 222 წლის 11 მარტს პრეტორიანელმა გვარდიელებმა საკუთარ დედასთან – იულია სოემიას ბასიანასთან ერთად მოკლეს.მისი ცხედარი მდინარე ტიბრში გადააგდეს,ხოლო დედამისი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს და მისი სახელი ყველა ძველი ჩანაწერიდან ამოშალეს. (ავტორი გენია.ჯი)
იულია სოემიას ბასიანა