პავლე I – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,სანკტ-პეტერბურგში განთავსებული “ზამთრის სასახლის” ფანჯრასთან მდგომმა რუსეთის იმპერატორმა – პავლე I-მა (1754-1801 წლები),სასახლის სიახლოვეს მიმავალი მამაკაცი დაინახა,რა დროსაც ხუმრობით ჩაილაპარაკა: “აი,იმ მამაკაცმა ისე ჩაუარა საიმპერატორო სასახლეს,რომ იმპერატორისადმი მოწიწების ნიშნად ქუდიც კი არ მოიხადაო”.იმპერატორის სიტყვები ქვეშევრდომებმა სრულიად სერიოზულად მიიღეს და უმალვე გამოსცეს ბრძანებულება,რომლის თანახმადაც თითოეული მოქალაქე (არ ჰქონდა მნიშვნელობა ფეხით გადაადგილდებოდა თუ ეტლით) ვალდებული ხდებოდა ნებისმიერ “საიმპერატორო სასახლესთან” ჩავლის შემთხვევაში,მონარქისადმი პატივისცემის ნიშნად ქუდი მოეხადა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პროცედურის დაცვას მკაცრად ადევნებდა თვალს სპეციალურად გამოყოფილი საიმპერატორო პოლიციის წარმომადგენლები.გარკვეული დროის გასვლის შემდგომ,პავლე I რამდენიმე ხნით “მიხაილოვის სასახლეს” ეწვია,რა დროსაც შენიშნა,რომ სასახლესთან გამვლელი ყოველი მოქალაქე ქუდს იხდიდა.ნანახმა იმპერატორის გაოცება გამოიწვია და ქვეშევრდომებს მიზეზის ახსნა მოსთხოვა.”თქვენი უდიდებულესობის ბრძანების შესაბამისად”, – იყო პასუხი.” – ასეთი ბრძანება მე არასოდეს გამიცია”, – გაიკვირვა პავლემ და ბრძანა,რომ სასწრაფოდ გაეუქმებინათ აღნიშნული წესი.პირველი ბრძანების ცვლილებისთანავე,სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფანტული საიმპერატორო პოლიციის წარმომადგენლები ამაოდ მიუთითებდნენ ხალხს სასახლესთან გავლის დროს ქუდები არ მოეხადათ.ისინი,რომლებიც მითითებას არ ემორჩილებოდნენ,ძალით გაჰყავდათ სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან.შესაბამისად,მეორე ბრძანების აღსრულება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა,ვიდრე პირველი ბრძანებისა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>