სალვადორ დალი წერდა…
“რა დაემართა რწმენას,ესთეტიკას,ზნეობრივ ნორმებს,რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადამიანის სულის ნავსაყუდელი იყო?! დღესდღეობით სული კაცისა სუსხსა და სიცარიელეშია გაგდებული უპატრონო ძაღლივით!დღევანდელობამ მხოლოდ მექანიცისტური სიახლეები თუ შემოგვთავაზა – რადიო,ტელევიზია… და რა ხეირი? რა მნიშვნელობა აქვს,რადიოტალღების სისწრაფით რომ ვიგებთ ფრონტიდან მოწოდებულ ახალ ამბებს – რაა ეს იმ “სისწრაფესთან” შედარებით,ეგვიპტელი ასტროლოგები,პარაცელსუსი ან ნოსტრადამუსი ათასწლეულებს რომ სწვდებოდნენ მეყსეულად! რაა ტელევიზორის ეკრანი იმ კაცისათვის,რომელმაც საკმარისია,თვალი დახუჭოს და ეგრევე მოიხილავს იმ ქვეყნებსა და ადგილებს,სადაც თავად ფეხი არასოდეს დაუდგამს! (ავტორი გენია.ჯი) რაა რადიოში გადმოცემული “ინფორმაცია” იმასთან შედარებით,როცა ადამიანს მხოლოდღა წარმოსახვის ძალით შეუძლია,გაარღვიოს ნებისმიერი ზღუდე და მტვრიდან აღადგინოს ნებისმიერი ზღაპრული ბაღდადი თუ ბაბილონის ბაღები.ან რა უბედურებაა მთელი ეს სოციალისტური იდეალები “ცხოვრების უფრო მაღალი დონის” თაობაზე,როცა კაცს საკუთარი უკვდავება შეუძლია ირწმუნოს?! აი,ჯორმა რომ ფრთები გამოიბას და ცად აფრინდეს,იქნებადა,გავოცდეთ კიდეც,მაგრამ საფრენი აპარატით ფრენა რა დიდი ამბავია! და ან რად უნდა კაცს ფრენა,თუკი მას სული აბადია?
ჩვენი ეპოქა მორალურ სკეპტიციზმსა და სულიერ სიცარიელეს მოუცავს; წარმოსახვის დანაგვიანებამ,მექანიცისტური,ამწუთიერი და მატერიალური ფსევდოპროგრესის გამოდევნებამ სულიერება დაამდაბლა,განაიარაღა,პატივი აჰყარა სიკვდილისა და მარადილობის წინაშე.მექანიცისტური ცივილიზაცია კი მის მიერვე გამოწვეულ ომებს ვეღარ გაუძლებს,იარაღი დაიჟანგება,ხოლო მათი შემქმნელი ახალგაზრდა,ენერგიულ ხალხთა მასები საზარბაზნე ხორცად თუ გამოდგებიან მხოლოდ.
დიახ! მე სწორედ თქვენზე ვფიქრობ,აღტკინებულ,ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდობაზე – ვისაც იდეალად საკუთარი კბილებით გამოგლეჯილი ჯილდოები უპყრია ხელთ და სხვადასხვა სტადიონებზე მოპოვებულ გამარჯვებებსღა ზეიმობს.ვისაც ცხოვრების მიზნად სპორტული მიღწევები დაუსახავს და მაქინაციებისა და რადიოდინამიკების ღრიალი უტკბობს სმენას.სწორედაც რომ თქვენზე ფვიქრობ,ნეოკერპთაყვანისმცემლობით,მახინჯი უტოპიური აზრებით შეპყრობილ ახალგაზრდობაზე,უარაფრობის მეგობრებსა და ამხანაგებზე!” – (ავტორი გენია.ჯი)