სოკრატე – “დემოკრატიული წყობილების” შესახებ…

“დემოკრატიული წყობილება,ჩემის აზრით,მაშინ მყარდება,როცა ღარიბები გამარჯვებას აღწევენ და თავიანთი მტრებიდან ზოგს სპობენ,ზოგსაც აძევებენ,დანარჩენებთან ერთად კი ინაწილებენ სამოქალაქო უფლებებსაც და სახელმწიფო თანამდებობებსაც,რასაც უმეტესწილად კენჭისყრა წყვეტს.უწინარეს ყოვლისა,დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე თავისუფალი ადამიანია,რადგანაც იქ თავისუფლება და გულახდილობა სუფევს,ასე რომ,ვისაც რა სურს,იმას აკეთებს.ხოლო სადაც ეს ნებადართულია,ყველა ისე წარმართავს თავის ცხოვრებას,როგორც მოეპრიანება.ჩემის აზრით,ამნაირ სახელმწიფოში ადამიანები ძალიან უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.ერთი შეხედვით,ეს თითქოს ყველაზე უმჯობესი სახელმწიფოებრივი წყობილება უნდა იყოს.როგორც ჭრელი ფერებით მოჩითული ქსოვილი,ისე ნაირნაირი ხასიათებით შემკული სახელმწიფო შეიძლება ყველაზე მშვენიერი გეგონოთ.ქალებისა და ბავშვებისა არ იყოს,ჭრელაჭრულებს რომ შეჰხარიან,ბევრმა შეიძლება იფიქროს,რომ მას ბადალი არ მოეძებნება. (ავტორი გენია.ჯი) დემოკრატიულ სახელმწიფოში სულაც არ არის აუცილებელი მონაწილეობას იღებდე მმართველობაში,ამის უნარიც რომ გქონდეს, და არც იმის აუცილებლობაა,რომ სხვებს მორჩილებდე,თუკი შენ თვითონ არა გსურს; ან ომობდე,როცა სხვები ომობენ,ან მშვიდობას იცავდე,როცა სხვები იცავენ,თუკი არ გსურს იცავდე მას; ხოლო თუ კანონი გიკრძალავს მმართველობაში მონაწილეობას ან ხალხის განსჯა-განკითხვას,ერთიც შეგიძლია და მეორეც,თუკი მოგეპრიანება.განა,ერთი შეხედვით,საამურად და ღვთაებრივად არ გეჩვენებათ ამნაირი ყოფა? ან ის ლმობიერება რად ღირს,რასაც იქ იჩენენ ზოგიერთი სიკვდილმისჯილის მიმართ? ნუთუ არ შეგიმჩნევიათ,რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი,რომელთაც სიკვდილი ან განდევნა მიესაჯა,კვლავაც სამშობლოში რჩებიან და საზოგადოებაში ტრიალებენ: თითქოს არავის არაფერი ესაქმებოდეს და ვერც ვერავინ ამჩნევდეს მათ,ისე თავისუფლად დასეირნობენ,როგორც ნამდვილი გმირები.ეს ლმობიერება დემოკრატიული სახელმწიფოს უბადრუკი წვრილმანი როდია; პირიქით,აქ თავს იჩენს ზიზღი ყოველივე იმის მიმართ,რაც არსებითად მიგვაჩნია ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას.თუ ადამიანს ბუნება არ შეეწია,ის ვერასოდეს გახდება კეთილშობილი,ანდა ბავშვობაში – თამაშისას თუ მეცადინეობისას – საერთოდ არ შეხებია მშვენიერებას.არადა,დემოკრატიული წყობილება,ქედმაღლურად რომ თელავს ფეხით ყოველივე ამას,ერთხელაც არ დაფიქრებულა,საიდან მოსულ კაცს ანდობენ სახელმწიფოს მართვას; საკმარისია,კაცი ბრბოს ელაქუცებოდეს, და პატივი არ მოაკლდება.აი,რა თვისებებითა და თავისებურებებით ხასიათდება დემოკრატია.როგორც ვხედავთ,მართლაც სანატრელი წყობილებაა,მრავალფეროვანი და ანარქიული,ერთმანეთს თავისებურად რომ უთანაბრებს ყველას – თანასწორსაც და არათანასწორსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>