ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდები”

გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,ასევე გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) შემოქმედების დიდი მოტრფიალე გახლდათ.მიუხედავად ამისა,უნდა აღინიშნოს,რომ გოეთეზე ლუდვიგის გაცნობამ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა კომპოზიტორის მიმართ მწერალს.თავის ერთ-ერთ ჩანაწერში იოჰანმა ბეთჰოვენთან შეხვედრის შემდეგ წერდა შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა:

“როგორც ჩანს,ეს ბეთჰოვენი – ძალიან არასასიამოვნო და სრულიად აღვირახსნილი პიროვნებაა.რა თქმა უნდა,იგი გამჭრიახი და გონიერი ადამიანია, და ძნელია არ დაეთანხმო იმაშიც,როდესაც ირწმუნება,რომ ეს სამყარო ამაზრზენია… თუმცაღა იძულებული ვარ შევნიშნო,რომ ამ ამაზრზენ სამყაროში ბატონი ბეთჰოვენის მოვლინება სრულიადაც არ ხდის მას მიმზიდველს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

თავისი ამპარტავნული,ექსცენტრიული და ახირებული ხასიათით ცნობილ ბეთჰოვენს ერთ-ერთმა არისტოკრატმა ქალბატონმა ჰკითხა:

- მაესტრო,ხშირად უსმენთ ხოლმე მოცარტს?

- არა,ქალბატონო.მე მას საერთოდ არ ვიცნობ,ისევე როგორც სხვა უამრავ ადამიანს.მინდა მოგახსენოთ,რომ ჩემთვის ბეთჰოვენიც სრულიად საკმარისია! – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

ლუდვიგის უმცროსი ძმა  - ნიკოლას იოჰანი (1776-1848 წლები),არმიის მომარაგებას კურირებდა და საკმაოდ დიდი თანხებიც გამოიმუშავა.მან საკმაოდ ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი შეისყიდა დიდი მამულებით და ერთობ ამაყობდა კიდეც ამით.საინტერესოა ის გარემოება,რომ ამ შენაძენის შემდეგ,ყოველი წერილის ბოლოში იგი ასეთი სახით აწერდა ხელს: “შესანიშნავი მამულების მფლობელი – ნიკოლას იოჰან ვან ბეთჰოვენი”.ასეთივე სახით მოაწერა მან ხელი ძმისადმი – ლუდვიგისადმი გაგზავნილ ახალი წლის მოსალოც ბარათსაც.როდესაც ლუდვიგი ძმის გზავნილს გაეცნო და წერილის ბოლოში გაკეთებული უცნაური მინაწერიც იხილა,მან უმცროს ძმას საპასუხო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.ბარათის ბოლოში კი შემდეგი სახით მოაწერა ხელი: “ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი,მფლობელი შესანიშნავი გონებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>