იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”

“თითოეული ჩემი მუსიკალური კომპოზიცია ეკუთვნის – ღმერთს, და ყოველი ჩემი შესაძლებლობებიც მისი კუთვნილებაა!” – წერდა გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,თავისი უბრალოებითა და იოუმორით გამორჩეული გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები).გარკვეული პერიოდის მანძილზე,იოჰანი მშობლიურ ქალაქ – ლაიფციგში მდებარე “წმინდა თომას” საკათედრო ტაძრის მომსახურე კანტორაში მუშაობდა.გარდა ამისა,დამატებით შემოსავლებს იღებდა საქორწინო და სამგლოვიარო ცერემონიებზე შესრულებული საეკლესიო მუსიკალური ნაწარმოებებისაგანაც. (ავტორი გენია.ჯი) ადგილობრივი მოსახლეობა კი,თავის მხრივ არც თუ ისე მცირე თანხებს უხდიდა ბახს შესრულებული სამუშაოსათვის.ერთი პერიოდის მანძილზე,ლაიფციგის მოსახლეობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ძალიან იკლო.შესაბამისად,იოჰანის შემოსავლებიც მიზერულ დონემდე დაეცა.აღნიშნული პრობლემით შეწუხებულმა იოჰანის რიგით მეორე მეუღლემ (პირველი მეუღლე – მარია ბარბარა გარდაეცვალა 1720 წელს) – ანა მაგდალენა ბახმა (1701-1760 წლები) ერთ დღეს ქმარს შესჩივლა,რომ ოჯახის კატასტროფული ფინანსური მდგომარეობის გამო,მალე მათ პურის შეძენის საშუალებაც კი არ ექნებოდათ.

” – ძვირფასო,ჩვენი უბედურების სათავე ლაიფციგის სუფთა და შესანიშნავი ჰაერია.სწორედ ის არის “დამნაშავე” იმაში,რომ ლაიფციგში ძალიან ცოტა ადამიანი კვდება.შენ წარმოიდგინე,ქალაქში იმდენად ცოტა ადამიანი კვდება,რომ მათ ერთი ცოცხალი ადამიანის გამოკვებებაც კი აღარ ძალუძთ”, – მიუგო ხუმრობით იოჰანმა მეუღლეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

ანა მაგდალენა ბახი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>