ჟორჟ ბიზე – “ეპიზოდი”
“მუსიკაშიც ისევეა,როგორც ცხოვრებაში.კარგ მუსიკოსებს ბოროტება არ ახსოვთ,ხოლო ცუდ მუსიკოსებს – სიკეთე!” – ხშირად იმეორებდა თავისი მოკრძალებული ხასიათით ცნობილი დიდი ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი – ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (1838-1875 წლები),იგივე – ჟორჟ ბიზე.მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა,სახელოვანმა ბიზემ მაინც შესანიშნავად გაათვითცნობიერა ყოველგვარი დიდების ეფემერობა,რაც არაერთხელ დაუდასტურა განვლილმა ცხოვრებამ.
ცხრა წლის ასაკში მყოფი ბიზე თავისი უნიკალური მუსიკალური შესაძლებლობების შედეგად,პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა,რაც ერთობ უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენდა იმ პერიოდში.ცხრამეტი წლის ასაკში მყოფმა არა მარტო კონსერვატორია დაამთავრა,არამედ პროფესიონალ მუსიკოსადაც ჩამოყალიბდა.ახალგაზრდა ბიზეს წარმატება ბევრ კონკურენტ კომპოზიტორსა და მუსიკოსს აღიზიანებდა.ერთ-ერთმა ნაკლებად წარმეტებულმა კომპოზიტორმა,ჟორჟის ტალანტზე მსჯელობისას ახლო წრეში განაცხადა: ” – ვინც ადრე აყვავილდა – მალევე დაჭკნაო”.როდესაც მისი ნათქვამი ბიზეს გადასცეს,ახალგაზრდა კომპოზიტორმა გაგონილზე ბევრი იხალისა და ბოლოს თქვა: “როგორც ჩანს,იგი გაფურჩქვნას სამოცდაათი წლის ასაკამდე არ აპირებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)