იოჰანეს ბრამსი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი კომპოზიტორის,პიანისტისა და დირიჟორის - იოჰანეს ბრამსის (1833-1897 წლები) მშობლები მეტად უცნაური,თუმცა ბედნიერი წყვილი იყო.მამა – იოჰან იაკობ ბრამსი (1806-1872 წლები) მუსიკოსი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა,რომ ბრამსის დედა – ჰენრიკა კრისტიანა ნისენი (1789-1865 წლები) თავის მეუღლეზე მთელი 16 წლით უფროსი იყო (ქორწინებისას,იაკობი 24 წლის ასაკში იმყოფებოდა,ხოლო კრისტიანა 40 წლის ასაკში).კიდევ უფრო საინტერესოა ის,რომ თუკი იაკობი სიმპატიურ ყმავილს წარმოადგენდა,კრისტიანა ერთობ შეუხედავი გარეგნობის მქონე ქალი ყოფილა.გარდა ამისა,ცალი ფეხი ჰქონდა მოკლე,რის გამოც საგრძნობლად კოჭლობდა.მიუხედავად ამისა,ბრამსის ბიოგრაფების ცნობების თანახმად,მათ შესანიშნავი ოჯახი ჰქონდათ და ორმოცი წლის განმავლობაში სრულ იდილიაში თანაიცხოვრეს. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან იაკობ ბრამსი და ჰენრიკა კრისტინა ნისენი