ანტონ ბრუკნერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ავსტრიელ კომპოზიტორსა და პედაგოგს – ანტონ ბრუკნერს (1824-1896 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავდა.მათ შორის გამოირჩეოდა ეგრეთ წოდებული – “მუსიკალურ მეგობართა საზოგადოების” მდივანი,ვინმე – ცელნერი.იგი ანტონს არა მარტო კონკურენტად,არამედ პირად მტრადაც განიხილავდა და არასოდეს ერიდებოდა ახალგაზრდა პროფესორის დამცირებსა და ქილიკს.”ეს ბრუკნერი,როგორც ორღანისტი – სრული საძაგლობაა!” – ამტკიცებდა იგი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ცელნერი,თავისი აბეზარი ქმედებებით მუდმივად ცდილობდა ბრუკნერის ლექციების ჩაშლას (დემონსტრაციულად ანთებდა და რთავდა შუქს, ან აუდიტორიის მოპირდაპირე დაწესებულებაში რთავდა ხმოვან სირენებს).ერთ დღეს,ბრუკნერისადმი ზიზღით ავსილმა ცელნერმა,ანტონს ცინიკურად “ურჩია”: ” – უმჯობესი იქნებოდა,თქვენს მიერ დაწერილი უნიჭო სიმფონიები სანაგვეში მოგესროლათ,დაგვიწყებოდათ სიტყვა კომპოზიტორი და მხოლოდ ორღანის დაკვრით მოგეპოვებინათ საარსებო წყარო”.ბრუკნერმა სიმშვიდე შეინარჩუნა და საპასუხოდ ცელნერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “დიდი სიამოვნებით მივყვებოდი თქვენს რჩევას,ღრმად პატივცემულო ცელნერ,მაგრამ არ მსურს თქვენ გენდოთ და არა ისტორიას,რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მიუკერძოებლურად განგვსჯის ორივეს.ვეჭვობ,რომ ჩვენგან ერთ-ერთი მართლაც ისტორიის სანაგვეზე დაიდებს ბინას.ვისი ადგილი იქნება იქ,ეს არც თქვენი გადასაწყვეტი არ არის და არც ჩემი.ამას ყოვლივეს მომავალი თაობები გადაწყვეტს”.
ანტონ ბრიუკნერის ბრწყინვალე სიტყვები მართლაც სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა: იგი,თავისი დიდებული ბიოგრაფიითურთ სამარადისოდ შემორჩა მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ისტორიის ფურცლებს,ხოლო ელცნერი კი – “ვინმე ელცნერის” სახელითღაა შემორჩენილი. – (ავტორი გენია.ჯი)